ახალი ამბები
პერფორმანსები და გამოფენები - ქუთაისში 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
FaceBook
ქუთაისის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიების ორგანიზებებისთვის 9 625 (NAT180006522) ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ  ღია ცის ქვეშ, ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, გამოფენების მოსაწყობად მოლბერტების, მაგიდებისა და დეკორაციების შესაბამი საგამოფენო სივრცეში მიტანა და ღონისძიების შემდეგ ალაგება და დასაწყობება უნდა უზრუნველყოს.

ასევე, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაცია, დაგეგმვა, ცისფერყანწელთა თემაზე პერფომანსის წარმოდგენა.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის ჩაცმის სტილის შესაბამისად ჩაცმული მსახიობების (10 პირი) მოწვევა.

პანტომიმის მსახიობების მომსახურება ცენტრალურ ბაღში. მსახიობები უნდა იყვნენ სხვადასხვა კოსტიუმში. კერძოდ: ერთი ჩარლი ჩაპლინი; ორი მიმის კოსტიუმით, ორი ქანდაკების კოსტიუმით, ერთი რობოტის კოსტიუმით.

საბავშვო წარმოდგენის ორგანიზება, პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟების კოსტიუმებით, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 14:00-დან 17:00 სთ-მდე.

ნიღბებით შემოსილი პერსონაჟების მომსახურება ღია ცის ქვეშ რეაბილიტირებულ უბანში. მსახიობების მომსახურება, რომლებიც განასახიერებენ აკაკი წერეთელს.
მსახიობების მომსახურება, რომლებიც განასახიერებენ პირველ ქართველ კინემატოგრაფისტს, ვასილ ამაშუკელს მომღერალ მამაკაცთა კვარტეტის მოწვევა, რომელთა ასაკი იქნება 25 წლიდან 40 წლამდე და რომელთა რეპერტუარში იქნება ქუათაისისთვის დამახასიათებელი ქალაქური ფოლკლორი. მათ მიერ შესასრულებელი უნდა იყოს 4 სიმღერა და სიმღერების შეთანხმება უნდა მოხდეს "შემსყიდველთან".

26 მაისს ქუთაისში დამოკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიბები 12 საათზე დაიწყება და 17 საათამდე გაგრძელდება. ტენდერში დოკუმენტაციის მიღების ვადა 14 მაისს იწურება. 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 100 წელი სრულდება. ეს თარიღი საქართველოში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.