ახალი ამბები
"ასეთ მდგომარებაში არ შეიძლება სატვირთო მანქანების გადაადგილება" - პროტესტი სამტრედიაში
FaceBook
სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშის მცხოვრებლები სოფელში კარიერული წესით საშენი მასალების მოპოვებას აპროტესტებენ. ადგილობრივები გზაზე სატვირთო მანქანებს არ ატარებენ. მათი თქმით, სოფლის ცენტრალურ გზაზე დღეში ხუთასამდე სატვირთო მანქანა გადაადგილდება, რის გამოც, მუდმივად დამტვერიანებაა.

"გზის შეკეთება არ უნდათ და სოფელი  არის ძლიან ცუდ დღეში. არაფრით არ შეიძლება ასეთ მდგომარებაში სატვირთო მანქანების გადაადგილება", -  აცხადებენ ადგილობრივები. 

გზის რეაბილიტაცია არ ხდება, სოფელში ცხოვრება კი შეუძლებელია. მოსახლეობასთან შესახვედრად სამტრედიის მერი და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ.

მათი განცხადებით, მოსახლეობას რამდენიმე დღეში მიაწვდიან ინფორმაციას თუ რა გზით არის შესაძლებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარება. სამტრედიის მერის ვალერიანე ფოცხვერია ეთანხმება მოსახლეობის მოთხოვნებს და პირობას დებს, რომ მერია ყველაფერს გააკეთებს მათი პრობლემების უახლოეს პერიოდში მოსაგვარებლად.


Print