ახალი ამბები
ქუთაისში პოლონურ-ქართული კვლევითი ცენტრი იხსნება
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნება.
ამით პოლონეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში.

ცენტრს ცნობილი პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის სახელი მიენიჭა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პალეოლითის ხანის საქართველოს შესწავლაში. ჭიათურის მახლობლად, გამოქვაბულში, მან პირველმა აღმოაჩინა უძველესი ადამიანის კვალი.

"კრუკოვსკის სახელობის მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს, ამ ეტაპზე, ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის კვლევა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო", - განმარტავენ კულტურის სამინისტროში. 

აღნიშნული კვლევები საფუძველს ქმნიან მომავალ წლებში განისაზღვროს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და პოლონელი ექსპერტების დახმარებით დაიწყოს მუშაობა მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.

ცენტრი 17 აპრილს გაიხსნება, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, ქართულ-პოლონური საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარე მალგორზატა გოსიევსკა, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
,,ჩვენ მოვიგებთ ომს", ,,აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"-
09:50 / 23-03-2019
ქუთაისში, ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოს არსებობის მიუხედავად, მერვე წელია მათი ფუნქციონირება მოუგვარებელი პრობლემაა.
14:14 / 22-03-2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის "ხელედულა 3"-ის მშენებლობის საკითხის განსახილველად ჩასულ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, მოსახლეობა აქციით შეხვდა. 
13:33 / 22-03-2019
ქუთაისის მერიამ სხვადასხვა თაობის ჟურნალისტებს, ადმინისტრაციულ შენობაში, პროფესიული დღე ფურშეტით მიულოცა. 
18:22 / 21-03-2019
მსგავსი სიახლეები






ოპოზიცია პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას ითხოვს. სხვადასხვა პარტიის
წარმომადგენლებმა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია
გამართეს.
ოპოზიცია პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას ითხოვს. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია გამართეს.
11:26 / 23.03.2019






შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  ქუთაისში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  ქუთაისში "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
11:02 / 23.03.2019






,,ჩვენ მოვიგებთ ომს
,,ჩვენ მოვიგებთ ომს", ,,აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"-
09:50 / 23.03.2019






ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის "ხელედულა 3"-ის მშენებლობის საკითხის განსახილველად ჩასულ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, მოსახლეობა აქციით შეხვდა. 
13:33 / 22.03.2019






ქუთაისის მერიამ სხვადასხვა თაობის
ჟურნალისტებს, ადმინისტრაციულ შენობაში, პროფესიული დღე
ფურშეტით მიულოცა. 
ქუთაისის მერიამ სხვადასხვა თაობის ჟურნალისტებს, ადმინისტრაციულ შენობაში, პროფესიული დღე ფურშეტით მიულოცა. 
18:22 / 21.03.2019
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.