ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის რეკონსტრუქციისთვის 534 655 ლარი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეკონსტრუქცია იწყება. შენობაში დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა. ასევე, გამოიცვლება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო.

შენობის რეკონსტრუქციისას სრულად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. თეატრი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ობიექტის აღდეგნითი სამუშაოები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. თოჯინების თეატრის რეკონსტრუქცისათვის
კულტურის სამინისტრომ 534 655 ლარი გამოყო.

"საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში დაიწყო, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ დროისათვის, მიმდინარეობს რამდენიმე ათეული შენობის რეაბილიტაცია", - განმარტავენ სამინისტროში.

როგორი იქნება  თოჯინების თეატრი რეკონსტრუქციის შემდეგ ნახეთ აქ.


ამავე თემაზე:


ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის რეკონსტრუქციას განახორციელებენ (ფოტო)
Print