ახალი ამბები
ქართული ანბანი და ბევრი ფერები - მონპლეზირთან დედაენისთვის კედელი მოხატეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში "მოპლეზიერის" თაღთან დედაენის დღესათან დაკავშირებით შესრულებილი კედლის ნახატების პრეზენტაცია გაიმართა.
მარიამ ქებურიას და თამარ წახნაკიას მიერ შესრულებული ნახატები დედაენის თემას ეხება და მათ შესარჩევად ქუთაისის მერიამ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლამ ერთობლივი კონკური გამოაცხადეს.

მარიამ ქებურიას და თამარ წახნაკიას მიერ შესრულებული ნახატი


შესრულებული ნახატების ავტორების თქმით, მათ ძირითად იმ ფერების პალიტრა გამოიყენეს, რომელიც კედლის სტრუქტურასთანაც იყო შეთანხმებული.

გამარჯვებულებს ქუთაისის მერიისგან და ზურაბ ჟვანია სახელობის სკოლის ადმინისტრაციისგან 1 200 - 1200 ლარიანი ფულადი პრიზები გადაეცათ.

მონპლეზიერის თაღთან, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქუთაისის მერიის, საკრებულოს და ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ექსპლოატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების ამსახველ ნახატებს, რომელიც, დაახლოებით, თვენახევრის წინ გამოჩნდა, ახალი ნახატი გადაახატეს.

როგორია ქალაქში კედლის მხატვრობა და რამდენად გემოვნებით იხატება ის, ნახეთ ქუთაისიპოსტის სტატია აქ.

ამავე თემაზე:

როდესაც კედელი ნახატს ჯობია - კედლის მხატვრობა ქუთაისის ცენტრში (ფოტო)
Print