ახალი ამბები
"რაღაც შესაცვლელია კომპანიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით" - ტყიბულის მერი შახტზე
FaceBook
ტყიბულის მერის, თეიმურაზ ჩუბინიძის განმარტებით, უსაფრთხოების კუთხით შახტში ვითარება გამოსასწორებელია.
,,ბოლო ორი წლის მანძილზე სერიოზული ტრაგედიები დატრიალდა ჩვენს ქალაქში. კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო - ეს იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც შესაცვლელია კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და დისციპლინის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბევრს აკეთებს სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, ამ ეტაპისათვის რაც შეიძლებოდა ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი არ არის იმ დონეზე, რასაც შრომის უსაფრთხოება მოითხოვს და რასაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მოითხოვს, როგორც ჩანს, რაღაც თემები კიდევ არის დასალაგებელი და დასაზუსტებელი ",  - ეს განცხადება ტყიბულის მერმა, დღეს, 12 აპრილს შახტში დაღუპული გიორგი რაფავას დაკრძალვაზე გააკეთა. 

გოგი რაფავას ცხედარს სამ საათზე  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. სამძიმარზე მოვიდა კომპანიის ხელმძღვანელობა. თუმცა, მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ტყიბულში  ხუთ აპრილს დაღუპული ხუთი მეშახტე 10 აპრილს დაკრძალეს.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს. კომპანიის წარმომადგენლები მომხდარის სავარაუდო მიზეზად, სამთო დარტყმას ასახელებენ, რამაც მათი განმარტებით, ჰაერის მძლავრი ნაკადი წარმოქმნა.

თუმცა, განსხვავებული, პირველადი დასკვნა დადო შრომის ინსპეციამ, რომლის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და ტერიტორია შეისწავლეს.

" პირველად დასკვნა იყო ის, რომ უბედური შემთხვევა არ იყო სამთო დარტყმით გამოწვეული. თუმცა, ახლა რამდენიმე წუთში განმეორებითი შემოწმებისთვის ჯგუფი კვლავ უნდა ჩავიდეს შემთხვევის ადგილზე. სწორედ ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი," - აცხადებს შრომის ინსპექტირების წარმომადგენელი, ელზა ჯგერნაია. მისი თქმით, 5 აპრილს ინსპექტირების წარმომადგენლებმა შემთვევის ადგილზე მიახლოება მხოლოდ 20 მეტრის დაშორებით შეძლეს.

მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.


ამავე თემაზე:

ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ

მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა

რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს

5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.