ახალი ამბები
საფრთხის ქვეშ ვართ - ქუთაისში შენობიდან ბეტონის ფილები ცვივა
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე აბრეშეუმკომბინატის ყოფილ შენობასთან ახლოს მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, ნგრევადი ობიექტიდან ბეტონის ფილები ცვივა, რაც  ტერიტორიაზე გადაადგილების დროს საფრთხეს წარმოადგენს. 

"შენობა ისედაც ნგრევადია,  ქარმა კი უკვე  ბეტონის ფილები ჩამოყარა. ტერიტორიაზე ყოველწუთიერად გვიწევს გადაადგილება, აქ თამაშობენ ბავშვები, ასევე სკოლაში მისასვლელად ამ გზით სარგებლობა  უწევთ. საფრთხის ქვეშ ვართ",  - ამბობს ადგილობრივი თამაზ კაშაბაროვი.

ნანგრევები ობიექტიდან

ადგილობრივები    მერიას შენობის დემონტაჟს სთხოვენ.


ნგრევადი ობიექტი აბრეშუმკომბინატის ყოფილი შენობა

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აბრეშუმკობინატის ყოფილი შენობა კერძო საკუთრებაშია, რის გამოც მის დემონტაჟს კერძო მესკუთრის ნებართვის გარეშე
ვერ განახორციელებენ.

ქალაქში ათობით მიტოვებლი და საფრთხის შემცველი ობიექტია. რა ბედი ელის მათ და რა პასუხისმგებლობა ეკისრება კერძო მესაკუთრეებს, ასევე  რამდენად ევალება მერიას ქალაქში უსაფრთხოების დაცვა  - ამ საკითხზე ქუთაისიპოსტი მუშაობას აგრძელებს.
Print