ახალი ამბები
60 000 ბენეფიციარი 2018 წლის სექტემბრიდან ინტერენეტის ვაუჩერს მიიღებს
FaceBook
2018 წლის სექტემბრიდან მთავრობა ინტერნეტის ინსტალაციის ვაუჩერების გაცემას იწყებს. ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისთვის“ ავრცელებს.
პროგრამა ორ სამიზნე ჯგუფზე გავრცელდება: ადგილობრივ მეწარმეები და სოციალურად დაუცველი ოჯახები.  ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 60 000-ია.

მომხმარებლები ნებისმიერი ინტერნეტ პროვაიდერის სერვისით სარგებლობას შეძლებენ. მზადდება ვებ-პორტალი, სადაც ყველა ინტერნეტსერვის პროვაიდერი, ვისაც სურვილი აქვს პროგრამაში ჩაერთოს,უნდა დარეგისტრირდეს, განათავსოს შეთავაზება იმაზე თუ რა ტერიტორიას ფარავს და შესაბამისად, თავისი პაკეტი მიუთითოს. ამის შემდეგ მომხმარებელს საშუალება ექნება, საიტის მეშვეობით აირჩიოს მისთვის მისაღები პროვაიდერი, დაუკავშირდეს მას და პირველადი ინსტალაციის მომსახურება უფასოდ მიიღოს.

2018 წლის განმავლობაში პროექტი საპილოტე იქნება და ვაუჩერებს მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ, რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება.

საპილოტე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ფართოზოლოვან ინტერნეტს მინიმალური 2 მეგაბიტი/წამში სიჩქარიდან მიიღებს. პირველ ეტაპზე დაიფარება 1000 მეწარმე (შიდა ქართლში,ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სამაგრელოში) და 5 000 ოჯახი. 

შეგახსენებთ, 2016 წელს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პარალელურად დაანონსდა პროგრამა, რომელიც 30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში თითოეულ ოჯახს დაახლოებით 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემოდა. ვაუჩერის ნახევარი სახლში ინტერნეტის ინსტალაციას მოხმარდებოდა, მეორე ნაწილი კი კომპიუტერის შესაძენად განვადების წინასწარი შენატანი უნდა ყოფილიყო.

პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა 20 მილიონი ლარის სესხი გამოყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.