ახალი ამბები
გაცვლითი პროგრამები და სამომავლო გეგმები - ბულგარეთის ელჩი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუგარეთის ელჩმა შეხვედრა გამართა.
სტუდენტებთან შეხვედრის დროს მან ბულგარეთში გაცვლითი პროგრამების და უნივერსიტეტების ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ საქართველოს უნივერსიტეტებთან აქტიური ურთიერთობა გვაქვს და ვცდილობთ გავაცნოთ სტუდენტებს ის პროგრამები, რომლებსაც ბულგარეთში მდებარე უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს სთავაზობენ. ამ მხრივ, დიდი შესაძლებლობები აქვს ეკონომიკის, აგროსფეროს, იურიდიული და სხვა მიმართულებებით და ვფიქრობ, ამ მხრივ სტუდენტების ინფორმირება მნიშვნელოვანია", - განმარტა ბულგარეთის სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში, დესისლავ ივანოვამ.

გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ბულგარეთის სახელმწიფოს გეგმებზე, რომლის განხორციელბაც მიმდინარე წელს იგეგმება.

ბულგარეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი 2018 წლის 1 იანვარს გახდა და ამ სტატუს ის მიმდინარე წლის 1 ივლისამდე შეინარჩუნებს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.