ახალი ამბები
“ინტენსიური სამუშაოები დაიწყება მაისის თვეში” - ქუთაისის მერია ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე
FaceBook
ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს, ქუთაისის მერიაში უპასუხეს.
მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის თქმით, ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოების 40% დასრულებულია, ინტენსიური მშენებლობა კი მაისში დაიწყება.

"მათ აქვთ ვადები და ჩემი ინფორმაციით ინტენსიური სამუშაოები დაიწყება მაისის თვეში. ამ პერიოდისთვის მოსამზადებელი სამუშაოების 40 % შესრულებულია. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე გაგრძელდება სხვა ლოკაციებზე მუშაობა, რომლის შემდეგ განისაზღვრება საბოლოო განაშენიანები ვადები", - ამბობს ზაზა ჩხიკვაძე.

"ნაციონალურმა მოძრაობამ"  უნივერსიტეტის რექტორატისთვის ადმინისტრაციული ხარჯები გააპროტესტეს. პარტიის წევრები უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილზე მივიდნენ და განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე ამ დრომდე მხოლოდ ბაყაყები არიან.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.


ამავე თემაზე:

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსების მშენებლობა აგვისტოს ბოლოდან დაიწყება

რა ხდება ადგილზე, სადაც აგვისტოს ბოლოდან ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო

Print