ახალი ამბები
„ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ფეროშერნადნობთა ქარხანაში მუშის გარდაცვალებაზე
FaceBook
შპს "ჯორჯიან მანგანეზში", რომლის დაქვემდებარებაშია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, მუშის გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებენ.
"ზესტაფონის ფეროშერნადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მუშა გარდაიცვალა. დავით ძაბირაძე სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო. "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა.
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  შპს "ჯორჯიან მანგანეზი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს", - აცხადებენ კომპანიაში. 

"ჯორჯიან მანგანეზი" ზესტაფონში სასარგებლო წიაღისეულის - კვლევა-ძიება, მოპოვებას, გადამუშავება, ფეროშენადნობები – წარმოება, რეალიზაცია ახდენს.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მამაკაცი დღეს,  12 მარტს სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.


ამავე თემაზე:

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში თანამშრომელი დაიღუპა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში თანამშრომლის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო



Print