ახალი ამბები
ცხოვრება შიშის ქვეშ (ვიდეო)
FaceBook
85 წლის თინა შენგელია, ჯავახიშვილის ქუჩაზე ოთხსართულიანი კორპუსსი ბოლო სართულზე, ეპილეფსიით დაავადებულ შვილთან ერთად ცხოვრობს. წლების განმავლობაში წვიმისგან დაზიანებულმა სახურავმა მძიმე პრობლემები შეუქმნა. თავდაპირველად დაზიანებული ჭერიდან მხოლოდ ბათქაში ცვიოდა, რამდენიმე თვის წინ კი, ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. თინა შენგელია  გვიყვება, რომ ყოველდღიურად შიშის ქვეშ ცხოვრობს, რადგან ჭერიდან ჩამოყრილი ბეტონის ნაწილები, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ოჯახის რომელიმე წევრს დაეცეს.

სახურავთან ერთად დაზიანდა ფანჯრებიც, რომელიც თინა შენგელიას თქმით, გამვლელებს საფრთხეს უქმნის, რადგან მათ ჩამოვარდნის საფრთხე არსებობს. თინა შენგელიამ დახმარების თხოვნით ქუთაისის მერიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.

შენგელიების ოჯახს არც სოციალური დახმარება აქვს. მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც თვიდან თვემდე არ ჰყოფნით.
ნახეთ, როგორ ცხოვრობს შენგელიების ოჯახის მუდმივი შიშის ქვეშ.

Print