ახალი ამბები
ორსულებისთვის უფასო ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა
FaceBook

ე.წ. ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა და ოთხის ნაცვლად 8 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობილია ისიც, რომ 1 თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები ისარგებლებენ 8 ანტენატალური ვიზიტით. ვიზიტები მოიცავს, როგორც მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევას და ანალიზებს. 

ორსულებისთვის უფასო  პირველი ვიზიტი 13 კვირის ორსულობის ვადამდე, მეორე ვიზიტი ორსულობის-18-20 კვირაზე, მესამე ვიზიტი ორსულობის 26 კვირაზე, მეოთხე ვიზიტი ორსულობის 30 კვირაზე, მეხუთე ვიზიტი ორსულობის 34 კვირაზე, მეექვსე ვიზიტი ორსულობის 36,  38  და 40 კვირაზე  გავრცელდება.

ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული მომსახურების მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა მიმართონ შერჩეულ კლინიკას, სადაც გაივლით ანტენატალურ მეთვალყურეობას მშობიარობამდე.

Print