ახალი ამბები
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი" - საფრანგეთის ელჩი ქუთაისის აეროპორტზე
FaceBook
საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აერიპორტი ერთ-ერთი ყველაზე დაუცველია.

ამის შესახებ პასკალ მენიემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შეხვედრის დეტალებს სააგენტო bpn ავრცელებს.

„მაშინ ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ამას მოაგვარებდნენ. ჩვენც დავთანხმდით იმას, რომ ქართული მხარისთვის ვიზალიბერალიზაცია მიგვეცა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთს და გერმანიას შეშფოთება ჰქონდა, ეს არის ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც თანთანად იზრდებოდა ევროპის ქვეყნებში და ამ ორ ქვეყანაშიც. ზუსტად ამაზე საქართველოს მხარემ ჩვენ დაგვარწმუნა, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, რის გამოც უვიზო მიმოსვლას დავთანხმდით. საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, ეს კი შეიძლება ითქვას, რომ ჯილდოც იყო ქართული მხარისთვის, რათა ქართველებს შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეძლებოდათ. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ნოემბრის თვიდან ძალიან მოიმატა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა. ასევე იმატა ორგანიზებულ კრიმინალის წარმომადგენელთა რიცხვმაც თვითონ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე. ასე თუ გაგრძელდება, შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებსაც საქმეს უფუჭებენ კრიმინალის წარმომადგენლები ევროპის ტერიტორიაზე. მათი სამარცხვინო საქციელის გამო არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციას ღირსეულად იყენებენ. პირველი, ჩვენ რაც გვსურს ეს არის კონტროლის გამკაცრება გასვლის მხრივ, ანუ სხვადასხვა ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებმა ვერ შეაღწიონ საფრანგეთში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე გამკაცრდეს. ასევე შემდეგი რაც გვინდა გავაკმაცროთ, ეს არის შემოსვლა შენგენის ტერიტორიაზე, მაგალითისთვის გეტყვით, როგორიც არის ქუთაისი-ბერლინის ფრენები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი აეროპორტი. გვინდა, იქ კონტროლი გავამკაცროთ, რათა საეჭვო პირები შენგენის ტერიტორიაზე არ დაუშვან. შემდეგი თანამშრომლობა არის ორმხრივი თანამშრომლობა ფრანგ და ქართველ პოლიციელებს შორის“,- განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ნაციონალური მოძრაობის
14:51 / 24.04.2024
ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.