ახალი ამბები
იმერეთში 100 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება
FaceBook
"იმერეთში სპეციალური აგროზონა შეიქმნება, რომელშიც საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება".

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, იმერეთისთვის ტრადიციული დარგის სასათბურე მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს.

გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, ისაუბრა კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე.

"ეს პროექტი, ასევე, მოიცავს კოპიტნარის აეროპორტში სასაწყობე მეურნეობის და სატვირთო ტერმინალის განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და საქართველოსთვის. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური მოთხოვნა ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ კერძო სექტორი, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ხდება წარმოება, ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ კერძო სექტორს, რომ იმერული პროდუქტი, კონკრეტულად საუბარია მწვანილზე და ასევე, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე, ვაწარმოოთ იმ რაოდენობით და ხარისხით, რაც მოგვცემს საშუალებას სტაბილური მიწოდება უზრუნველვყოთ ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.