ახალი ამბები
ქუთაისში რვა სკოლის რეაბილიტაცია იწყება - მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან
FaceBook
ქუთაისში  რვა საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის თქმით, რვა სკოლის მოსწავლეების გადანაწილება სხვადასხვა სკოლებში მოხდება.

რეაბილიტაცია მე-5-ე;  მე-10-ე;  მე-17-ე;  მე-13-ე ; #32-ე , #30-ე;  #36 -ე და #33-ე  სკოლებში იგეგმება. იმ მოსწავლეებს კი, რომლებიც ამ სკოლებში სწავლობენ, გაკვეთილები მეორე ცვლაში ჩაუტარდებათ და მათი გადანაწილება სხვადასხვა საჯარო სკოლებში მოხდება. ნახეთ ინფოგრაფიკა:



ბადრი ვაშაკიძის ინფორმაციით,  სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება.

"მოსწავლეების გადანაწილებაც სწორედ მაშინ მოხდება, ფუნდამენტიდან ბოლომდე მოხდება ამ სკოლების რეაბილიტაცია და გარდა ამისა, ლაბორატორიებიც დაემატება", - ამბობს  ჩვენთან საუბარში ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე.

ქუთაისში სკოლების რეაბილიტაციას "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" აფინანსებს და ის 2019 წლის გაზაფხულზე  დასრულდება. 


ამავე თემაზე:


საჯარო სკოლები ქუთაისში, რომლებსაც მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საჯარო სკოლა ქუთაისში, სადაც რემონტი 47 წელია არ ჩატარებულა (ფოტო)
Print