ახალი ამბები
იმერეთის ოთხმა საჯარო სკოლამ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიპოვა
FaceBook
იმერეთის რეგიონის ოთხი საჯარო სკოლა 2018 წელს სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
ერთ-ერთი მათგანია წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი, რომელიც 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ხელბურთის ჩემპიონატში იასპარეზებს.

ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გოგონების გუნდი კი, ბადმინტონის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ინდოეთში, ქალაქ პუნაში 2018 წლის 19-25 აპრილს გაიმართება.

მაღლაკის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა ფრენბურთის გუნდი 2018 წლის 2-10 ივნისი ჩათვლით ჩეხეთში, ქალაქ ბრნოში გაემგზავრება. ქუთაისის მე-3-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი კი,  2018 წლის 23-29 ივნისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წავა, სადაც 3x3-ზე კალათბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

2017-18 წლებში სასკოლო ოლიმპიადაში თბილისიდან და რეგიონებიდან 100 ათასამდე მოსწავლეა ჩართული.


Print