ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში საიუბილეო წლის აღნიშვნა დაიწყო
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 85 წელი შესრუდა. 
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სასწავლებელში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. პირველი შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. სადაც უნივერსიტეტის წარსულზე, მის აკადემიურ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა უნივერსიტეტის 85 წლისთავს. 1933 წლის 13 თებერვალს აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა ლექცია ჩაატარა ქუთაისის პედაგოგიურ ინტიტუტი, რომელიც შემდეგ 1990 წელს გადაკეთდა უნივერსიტეტად და აი ამ სტატუსით აგრძელებს დღესაც ფუნქციონირებას",  - განმარტავს სულხან კუპრაშვილი.

ღონისძიებაზე , რომელსაც ლექტორ-პროფესორები ესწრებოდნენ თომა ჩაგალიშვილის ფილმის პრემიერაც გაიმართა, რომელის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიას ეხება.

85-ე საიუბილეო წლის აღნიშვნა 13 თებერვალს დაიწყო. ის  მთელი წლის განმავლობაში  სხვადასხვა სახის ღონისძიებებით გაგრძელდება და 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე დასრულდება გალა კონცერტითა და საიუბილეო ალბომის „აწსუ-85“ პრეზენტაციით.

ავტორი: მარიამ ირემაძე


Print