ახალი ამბები
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება
FaceBook
საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს იწყება.
დასვენება ერთ კვირას გასტანს  და მოსწავლეები სკოლებში 15 მარტს დაბრუნდებიან. საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები უკვე მეორე წელია დაინერგა.

რაც შეეხება, სასწავლო წლის დასრულების თარიღს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. ხოლო მე–2–დან მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 15 ივნისს შეწყდება.




Print