ახალი ამბები
ქუთაისში საქალაქო ავტობუსი ავარიაში მოყვა
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი საქალაქო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა.
#20 -ის ავტობუსს ტოიოტას მარკის ჯიპის ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა, რომელსაც ნახევარი საათის წინ მოხდა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ავტორი: მარიამ ირემაძე

Print