ახალი ამბები
შეთავაზება ქუთაისელ ახალგაზრდებს მაჟორიტარი დეპუტატისგან
FaceBook
"აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვის" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც  ქუთაისის გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შენგელია ამავე ოლქში მცხოვრებ ახალგაზრედებს სთავაზობს.  

პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის 26 იანვარდან - 31 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ვორქშოპები, სემინარები, შეხვედრები აქტუალურ თემებზე, რომლებიც მოემსახურება შემდეგ ამოცანებს:
ადგილობრივი თვითმმართველობის არსისა და საქმიანობის კონკრეტული ფორმების გაცნობა; აქტიური მოქალაქისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება; მოქალაქის უფლება-მოვალეობებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის გადაწყვეტილებებში ჩართვის გზების გაცნობა;

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის თვალსაზრისით. რამდენად აქტიური მოქალაქე გვეყოლება იმდენად აქტიური და ძლიერი თვითმმართველობა იქნება. ძლიერი თვითმმართველობა კი ნიშნავს ქალაქის მუდმივ წინსვლას და განვითარებას. ამ პროგრამით ჩემი მხრიდან მინდა წავახალისო და ხელი შევუწყო ახალგაზრდებს.  ქალაქის მასშტაბით მომავალშიც არაერთ აქტივობას შევთავაზებთ ადგილობრივებს. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია", - ამბობს ირაკლი შენგელია. 

თუ როგორ მოხდება  მონაწილეების შერჩევა დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.