ახალი ამბები
როგორი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ ბალახვნის ას საფეხურიანი კიბე (ფოტო)
FaceBook

ქუთასის მერიამ ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის ესკიზი უკვე შეიმუშავა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პროექტი ტენდერზე გასატანად  მზადაა.


მერიის ინფორმაციით, კიბეები პირველ რიგში საღებავისგან გასუფთავდება, შემდეგ კი  მათი აღდგენა მოხდება. კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა 80 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრი და შადრევანი.

ასევე,  დაგეგმილია თეთრი კოლონადების მოწყობა.

ჯერჯერობით უცნობია,  ზუსტად რა თანხა დასჭირდება პროექტის განხორციელებას.

კიბეების რეაბილიტაცია დაახლოებით წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია პრიორიტეტული არ არის და ჯობდა მერიას ეს თანხები პროგრამა "კორპუსში" ჩაედო. 












Print