ახალი ამბები
ხარაგაულში 12 სკვერი რეაბილიტირდება (ფოტო)
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 12 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

სკვერებში გარე განათება, ძელსკამები, ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, გამწვანება, შადრევნები, გაზონები უნდა მოეწყოს.



"კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბაში არსებულ სკვერებს.  ბაღებში ინვენტარი განთავსება, დაიდგმება ბავშვების გასართობი ატრაქციონები და მოწესრიგდება ინფრასტრუქრტურა," - განმარტავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკო თოფურიძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკვერების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ათას 50. ლარის ღირებულების ტენდერი (170013448) 2017 წლის 27 ნოემბერს გამოცხადდა.

საპროექტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში ი.მ ზვიად გოგოლაძემ გაიმარჯვა, რომელმაც პროექტი მიმდინარე წლის მარტამდე უნდა წარადგინოს.

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მნიციპალილტეტი რეგიონული განვითარების ფონდთან დაფინანსების მიზნით აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ე.წ. "დევების სკვერის," ჩოხოსნების, ევგენი ხარაძის სახელობის, თამაზ კიკნაძის, ვეფხვია ღონღაძისა და 9 აპრილის სახელობის სკვერი, ასვე 9 აპრილის ქ. N15-ში, ცენტრალურ პარკთან, პოლიციის შენობასთან, სპორსკოლასა და ეკლესიასთან მდებარე სკვერების რეაბილიტაცია იგეგმება.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.