ახალი ამბები
2017 წელს საქართველოდან რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული
FaceBook
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს საქართველოდან, ბოლო 30 წლის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული.

სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 54%-ით აღემატება.

"სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 49% შეადგინა,"- აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

დასახელების მიხედვით, 2017 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია "ქინძმარაული" – 12,8 მლნ ბოთლი. მეორე ადგილზეა "მუკუზანი" – 4,2 მლნ, შემდეგ "წინანდალი" – 3,4 მლნ, "ახაშენი" – 1,5 მლნ, "ხვანჭკარა" – 887,5 ათასი, "ტვიში" – 308,8 ათასი ბოთლი და ა.შ.

გასულ წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 250-მდე კომპანიამ განახორციელა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (47 778 920 ბოთლი), უკრაინა (8 502 554), ჩინეთი (7 585 407), ყაზახეთი (3 322 867) და პოლონეთი (2 676 440). 


FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, რუსი დეპუტატების
წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები ცენტრალური მოედნიდან
მსვლელობით ბალახვანში,  8  აგვისტოს დაღუპულთა მემორიალთან
მივიდნენ.
22:06 / 20.06.2019
ქუთაისში, რუსი დეპუტატების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით ბალახვანში,  8  აგვისტოს დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ.
რუსი დეპუტატების წინააღმდეგ
ქუთაისში დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ ცენტრალური მოედნიდან ქალაქის
ქუჩებში გადაინაცვლა.
21:53 / 20.06.2019
რუსი დეპუტატების წინააღმდეგ ქუთაისში დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ ცენტრალური მოედნიდან ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში, რუსი დეპუტატების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით ბალახვანში,  8  აგვისტოს დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ.
ძლიერი წვიმის მიუხედავად ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც 19:00 საათიდან რუსი დეპუტატების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გარეგანათება გათიშულია.
ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში იმყოფება.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
"თავისუფლებასთან წააგებთ", "რუსეთი ოკუპანტია", "პარლამენტი ოკუპირებულია"
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ შვიდი წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.