ახალი ამბები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისის მერს ინიციატივა წარუდგინა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ ქალაქში არსებული სოციალურ–ეკონომიკური კუთხით შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქალაქის ახალ მერს, გიორგი ჭიღვარიამ რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა.

ყველა პენსიონერისათვის დამატებით 50 ლარიანი ვაუჩერის გაცემა მედიკამენტების შესაძენად, ერთჯერადად 100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერის გაცემა საშუალო და დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის, წარმატებული სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. პირველ წელს საპილოტედ შესაძლებელია გამოიყოს მინიმუმ 100 000 ლარი, რომელიც შემდეგ წლებში მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება, სტუდენტური ტარიფის შემოღება ადგილობრივ ტრასპორტით მგზავრობაზე (ტარიფის განახევრება), 400 ლარიანი ვაუჩერის ყველა ახალშობილს, ყველა სკოლისთვის 50 000 ლარი, რომელსაც სკოლები გამოიყენებენ საკუთარი შეხედულებისამებრ პედაგოგიური და მშობელთა საბჭოების გადაწყვეტილების მიხედვით.

გიგა შუშანიამ ეს ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივების განსახორციელებლად საჭირო იქნება ქალაქის ბიუჯეტში მაქსიმუმ 6,5 – 7 მლნ ლარის მობილიზება იქნება საჭირო, რაც სავსებით შესაძლებელია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.

"ამ ინიციატივების დაფინანსება სავსებით შესაძლებელია მერიის ადმინისტრაციული ხარჯების, პრემიების, დანამატების და კომფორტზე დახარჯული თანხების შემცირებით", - ამბობს გიგა შუშანია.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში"  განმარტავენ, რომ ისინი მზადყონას გამოთქვამენ აქტიურად ჩაერთონ წარმოდგენილი ინიციატივების განხილვაში, რომელთა გახორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თითოეული ქუთაისელის ისედაც დამძიმებულ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მათივე თქმით, ისინი ამ დროისთვის რამოდენიმე ინიციატივაზე მუშაობენ, რომელსაც მომავალში საზოგადოებას პერიოდულად გააცნობენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.