ახალი ამბები
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულომ 5 კომისიის თავმჯდომარე აირჩია
FaceBook
ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულომ ფარული კენჭისყრით ხუთივე კომისიის თავმჯდომარე აირჩია.
დეპუტატებმა, ხმათა უმრავლესობით, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მხარი დაუჭირეს ვლასი გარდაფხაძის კანდიდატურას.

მათივე გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას კახაბერ ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს; ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას - გიორგი ჭეიშვილი; კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიას - ოთარ ლორთქიფანიძე; ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიას კი მამუკა რიჟამაძე.

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დეპუტატებმა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ, ნიკა ლატარია აირჩიეს, ხოლო მოადგილეებად ირაკლი შენგელია და რამაზ ჩხიკვაძე.

საკრებულოში თანამდებობების არჩევის პროცესს ბოიკოტის მიზნით  არ დასწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.