ახალი ამბები
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა
FaceBook
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის  თქმით, 10:00 საათის მონაცემებით საოლქო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა. მისი თქმით,  საჩივრები მცირე პროცედურული დარღვევებზე დაიწერა, რაც უკვე აღმოფხვრილია. 

არჩევნების პირველ ტურში, ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 42 საჩივარი შევიდა. აქედან, კომისიამ არ დააკმაყოფილა 24, დააკმაყოფილა 11, ნაწილობრივ დააკმაყოფილა 3 და განუხილველი დატოვა 4 საჩივარი.

საჩივრების განხილვა საოქლო კომისიაში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.

ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგიჭიღვარიაა, რომელმაც ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა,

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, მათ შორის 123 სამოქალაქო უბანი, ხოლო ერთი სპეცუბანია, რომელიც N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს. ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.