პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა იმერეთიდან ყველაზე ცოტა ხმა ქუთაისში მიიღო
FaceBook
იმერეთის რეგიონის საარჩევნო ოლქებიდან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პროცენტულად ყველაზე ცოტა ხმა ქუთაისში მიიღო. 

ქუთაისში არჩევნებზე მისული 78014 ამომრჩევლიდან ზურაბიშვილს ხმა 56 601-მა ამომრჩეველმა მისცა (51.28 %),  ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 49.4 % მიიღო (36 676 ხმა). თავის მხრივ, აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლით, იმერეთის ოლქებიდან ვაშაძეს ქუთაისში ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. 

იმერეთის 12 საარჩევნო ოლქიდან, პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა სალომე ზურაბიშვილმა საჩხერეში მიიღო  - 91.78% (24810 ხმა). ხოლო ვაშაძემ ყველაზე ნაკლები -  8.22% (2221 ხმა).

წინასწარი შედეგებით, რეგიონის 12-ვე ოლქში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ არსებული 3705 საარჩევნო უბნიდან 99.78%-ის მონაცემები უკვე გამოაქვეყნა.

წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში მმართველილ გუნდის მიერ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1146248 ხმა მიიღო, რაც 59.55 %-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგლ ვაშაძემ 778464 ხმა (40.45 %)

Print