კვირის თემა
პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს. 
სრულად
18:37 / 07.12.2018
მათ ჭრელი თავსახვევით და დიდი ჩანთებით იცნობთ.
სრულად
00:39 / 01.12.2018

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
ვიდეო
"სამანიშვილის დედინაცვალში" მოცეკვავე იმერელი ბიჭი 42 წლის შემდეგ (ვიდეო)
ქუთაისში ცხოვრობს კაცი, რომელმაც ერთი წუთით, ერთ ეპიზოდში გაშალა ხელი და ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, პოპულარულმა გაიღვიძა.
კუკური აბაზაძე "სამანიშვილის დედინაცვალში" შაფათაძეების ქორწილის სცენაში ცეკვავს.

ეპიზოდურ როლზე რეკომენდაცია, მაშინ 30 წლის ბიჭს, ცეკვის მასწავლებელმა გაუწია. გადამღები ჯგუფის წევრებმა სარეპეტიციო დარბაზის კარი შეაღეს და მოცეკვავე მაშინვე მოიწონეს. ერთწუთიანი ეპიზოდის ქორეოგრაფი კუკური აბაზაძე თავად იყო, თუმცა ფილმზე მუშაობის ხანგრძლივ პერიოდს, რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან და გადამღებ ჯგუფთან ურთიერთობას, ახლაც სიამოვნებით იხსენებს.

"ჩხუბის სცენაა. ვართ ერთმანეთში არეული, მაგიდების გადბრუნება-გადმობრუნებაა და ბატონი ელდარი ამ ფილმს ზემოდან იღებდა და გვეძახის, - "სტოპ", "სტოპ", გაჩერდით და ჩვენ ისე ვიყავით ჩართული ამ ჩხუბში, არ ვჩერდებით, ვჩხუბობთ და თვითონაც ზემოთ ხარხარებს და გვეძახის გაჩერდითო. ბოლოს, როგორც იქნა, გავჩერდით", - გვიყვება კუკური აბაზაძე.

კურიოზი სხვაც ახსოვს, - როგორ დასჭირდათ რეჟისორს სუფრასთან დამბაჩის გასროლის სცენის ოთხჯერ გადაღება, რადგან ტექნიკოსის ხელში იარაღი გამართულად მუშაობდა, მის ხელში კი ტყვია არაფრით გავარდა. ახლა 71 წლისაა და ამბობს, რომ ამ ეპიზოდურმა როლმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. პირველს მეორე სცენა მოჰყვა. ფილმში "ჩემი მეგობარი ნოდარი" ის ანსამბლთან ერთად ცეკვავს.



ცეკვა მისი ცხოვრებაა. 11 წლის იყო, როცა ანსამბლის წევრი გახდა. 1969 წელს საკუთარი ჩამოაყალიბა, "მერცხალი" უწოდა და 50 წელი უხელმძღვანელა. დღეს ქუთაისის ქორეოგრაფიული სტუდიის მასწავლებელია.

პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგია. სპეციალობით არასდროს უმუშავია. ცეკვას კონკურენცია ვერაფერმა გაუწია, თუმცა, პედაგოგიური განათლება ქორეოგრაფს ბავშვებთან განსხვავებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. სტერეოტიპს მყვირალა და მოჩხუბარი ცეკვის მასწავლებლებზე, კუკური აბაზაძე ამსხვრევს.

"ქართული ტრადიციული ცეკვა ისეთია, ყველამ უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ ეს ჩვენი საგანძურია", - გვითხრა კუკური აბაზაძემ.

70 წლის ასაკში, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისგან ქორეოგრაფიის ბრწყვინვალების ორდენი მიიღო, თუმცა, ყველაზე დიდ ჯილდოდ ბავშვების სიყვარული მიაჩნია. გასტროლებზე ვეღარ დაჰყავს, თუმცა ცეკვების დადგმას კიდევ დიდხანს აპირებს. პროფესიას დღეს რომ ირჩევდეს, ისევ ხელებს გაშლიდა და ისევ ცეკვის ნახაზს შექმნიდა, როგორც მაშინ, "სამანიშვილის დედინაცვალზე" მუშაობისას, 42 წლის წინ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
"ქუთაისი 2010" სუპერთასის მფლობელია.
20:40 / 12-12-2018
2019 წლის 1 იანვრიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 200 ლარით გაიზრდება.
20:00 / 12-12-2018
რა მოლოდინები აქვთ ახალგაზრდებს, როგორია მათი თვალით დანახული საახალწლოდ მორთული ქუთაისი.
17:47 / 11-12-2018
ბაღდათში, სოფელი როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
00:26 / 11-12-2018
მსგავსი სიახლეები






ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამ ეტაპისთვის 82 ბენეფიციარი
ცხოვრობს.
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამ ეტაპისთვის 82 ბენეფიციარი ცხოვრობს.
14:52 / 08.12.2018






პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი
წარმომადგენელი ჰყავს. 
პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს. 
14:37 / 07.12.2018






მე–17 საუკუნის ბუხარი, მე–19 საუკუნის საძინებელი, სხვადასხვა
ისტორიულ პირებთან დაკავშირებული ავეჯი და ა.შ. -  ყველა ამ
ნივთის ნახვა ქუთაისში, გვენცაძეების ოჯახში შეიძლება.
მე–17 საუკუნის ბუხარი, მე–19 საუკუნის საძინებელი, სხვადასხვა ისტორიულ პირებთან დაკავშირებული ავეჯი და ა.შ. -  ყველა ამ ნივთის ნახვა ქუთაისში, გვენცაძეების ოჯახში შეიძლება.
10:10 / 04.12.2018






საქართველოში ხანდაზმული ადამიანები ბევრი ისტორიული კატაკლიზმის
მომსწრე და მონაწილე გამხდარა.
საქართველოში ხანდაზმული ადამიანები ბევრი ისტორიული კატაკლიზმის მომსწრე და მონაწილე გამხდარა.
21:33 / 29.11.2018






თერჯოლაში, სოფელ ნავენახევში კარსტული მღვიმეს კეთილმოწყობა
დასრულდა.  
თერჯოლაში, სოფელ ნავენახევში კარსტული მღვიმეს კეთილმოწყობა დასრულდა.  
11:45 / 27.11.2018
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.