ვიდეო
ფარცხანაყანევი - ციხე-ქალაქის მემკვიდრე სოფელი (ვიდეო)
FaceBook
ისტორიებს ადგილობრივები ყვებიან. მათ ყოველი სოფელი და ქალაქი ლეგენდებად ინახავს, ადგილობრივები მოგვითხრობენ სოფლის სახელების წარმოშვებისა, თუ მის წიაღში მომხდარი უძველესი ისტორიების შესახებ. რომლებიც ბევრ ინფორმაციას იძლევა ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა ტრადიციებსა და ხასიათზე.

"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ რუბრიკას "სოფლის ლეგენდები", სადაც ამ უძველეს ისტორიებს გავაცოცხლებთ.

ჩვენი რუბრიკის მორიგი ისტორია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევს უკავშირდება. სოფელი ისტორიულ წყაროებში მე-13 საუკუნიდან მოიხსენიება. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნით დათარიღებული სამარხები.  სოფელი იმდენივე ხნის არის, რამდენსაც ქუთაისი ითვლის. 




Print