ვიდეო
სიამოვნებისთვის და ურთიერთთრობისთვის - "ცისფერყანწელები" , ღვინო ექსკლუზიურად ქუთაისისთვის (ვიდეო)
ღვინო, რომელიც ექსკლუზიურად ქუთაისისთვის შექმნეს, ქალაქიდან 40 წუთის სავალზე, სოფელ როდინაულში ამზადებენ. ღვინო იმერულია. თეთრი, ახალგაზრდა და კეკლუცი.
ღვინოს სახელად "ცისფერყანწელები" 25 წლის ქრისტინე მაღლაკელიძე ამზადებს.

"ეს სახელი იმიტომ დავარქვი, რომ ზუსტად გემოც და ხასიათიც ცისფერყანწელების აქვს", - ამბობს ქრისტინე. 

ის საბოლოო პროდუქტის მიღებამდე, იმერულ ცოლიკაურს ოჯახთან ერთად კრეფს, შემდეგ  წურავს. საკუთარ თავზე იღებს ღვინის ბოთლში ჩამოსხმასაც.

ამ პროცესებში ჩასართავად, ოჯახის წევრების დარწმუნება დასჭირდა. მათთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მეღვინეობაშიცაა ქალის ადგილი . თავდაპირველად მისი მხოლოდ ბაბუას სჯეროდა. ახლა, ყველას სჯერა.

ოჯახში წარმატების მიღწევიდან, ღვინის წარმატებულად წარმოების დაწყებამდე, ქრისტინე ერთი წელი ემზადებოდა. მსხვერპლიც გაიღო, რაც იმაში გამოიხატა, რომ შეგროვილი თანხა, რომლითაც უნდა ემოგზაურა ცისფერყანწელებს დაახარჯა. ახლა მისი არჩევანით თავადაც კმაყოფილია და ცისფერყანწელების მოყვარულებიც.




მაღლაკელიძეების ოჯახის ღვინის წარმოებაში ქალის ჩარევამ ბევრი რამ შეცვალა. ლიტრობით ღვინის გაყიდვის პრაქტიკა ბოთლში ჩამოსხმულმა პროდუქტმა ჩაანაცვლა -  ის არ იქმნება უხვად სმისთვის, არამედ სიამოვნებისთვის და ურთიერთთრობისთვის - გვიყვება ქრისტინე. რადგან  ეს არის ღვინო,  რომელმაც მომხმარებელს ორმაგი სარგებელი უნდა მოუტანოს: შეცვალოს სმის კულტურა და თავიდან აღმოაჩენინოს ცისფერყანწელთა შემოქმედება, რომლის ფრაგმენტებსაც ღვინის ბოთლის ეტიკეტიდანაც  ვეცნობით. 

"აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ ცისფერი ყანწებით," - ტიციან ტაბიძეს ამ ფრაზებით ამბობს თავის სათქმელს ღვინის მწარმოებლიც.

"ცისფერყანწელების ამოცანას წარმოადგენდა - ქართული პოეზიის გამართვა და ევროპული პოეზიის სიახლეების ათვისება. მათ სწამდათ სიტყვის ძალა და ცდილობდნენ სიტყვათა ჩვეულ მნიშვნელობებს მიღმა მათი დაფარული არსი, საგანთა და მოვლენათა კავშირები აღმოეჩინათ. გვჯერა, ღვინოსთან ერთად ეს გაცილებით მარტივად მიიღწევა. სწორედ ცისფერი ორდენის შემოქმედების აქტუალიზაცია, მათი ხელახლა აღმოჩენის მცდელობაა ჩვენი მხრიდან. გვსურს იმგვარად მიეწოდოს ღვინო მომხმარებელს, რომ ამით მიიღოს სიამოვნება და არა ტვირთი," - ამბობს ახალგაზრდა მეღვინე.




ცისფერყანწელები ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც დახლზე დევს, ის მხოლოდ ქუთაისში იყიდება. ერთი ლიტრის ფასი 28 ლარია. პირველ ეტაპზე სულ 500 ბოთლი ჩამოასხეს, შექმნიდან ამ დრომდე კი მომხმარებელმა 50 ბოთლი დააგემოვნა.

ღვინის მწარმოებელი გვიმხელს, რომ ცისფერყანწელთა შემოქმედების ევროპასთან სინთეზის მცდელობის მსგავსად, მათი სახელობის ღვინის გზაც ევროპისკენ მიდის. ამიტომ ქრისტინე ვენახების გაფართოებასაც გეგმავს და ფიქრობს, რომ ეს გზა აუცილებლად გაამართლებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ პოსტზე წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
14:26 / 20-08-2018
იმერეთის გუბერნატორად გენერალი  შავლეგ ტაბატაძე დაინიშნა.
10:44 / 20-08-2018
მაშველებმა მცხეთაში ძაღლის ლეკვი გადაარჩინეს.
13:42 / 19-08-2018
უძველეს ეგვიპტურ აკლდამაში 3200 წლის ყველის ნარჩენები აღმოაჩინეს.
18:57 / 18-08-2018
მსგავსი სიახლეები






ქუთაისში, „მწვანე ბაზრის“ კუთხეში პატარა სახელოსნო დგას. წითლად
შეღებილი და შემინული.

ქუთაისში, „მწვანე ბაზრის“ კუთხეში პატარა სახელოსნო დგას. წითლად შეღებილი და შემინული.

15:01 / 13.08.2018






ქუთაისიპოსტმა ერთი დღე ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებთან ერთად გაატარა,
რათა გაეგო თუ რა მოსწონთ და არ მოსწონთ ქალაქში. 
ქუთაისიპოსტმა ერთი დღე ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებთან ერთად გაატარა, რათა გაეგო თუ რა მოსწონთ და არ მოსწონთ ქალაქში. 
16:06 / 10.08.2018






ქუთაისიპოსტი გთავაზობთ რუბრიკას
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ რუბრიკას " ბლიც Post"-ს.
12:38 / 09.08.2018






ქუთაისში გმირი შვილები ენატრებათ.

ქუთაისში გმირი შვილები ენატრებათ.

18:02 / 08.08.2018






სულხან ცინცაძე, ანდია ბალანჩივაძე, რეზო ლაღიძე, შოთა მილორავა,
ბიძინა კვერნაძე და სხვა დიდი მუსიკოსები  სხავადასხვა დროს
თანამშრომლობდნენ მესხიშვილის თეატრთან.
სულხან ცინცაძე, ანდია ბალანჩივაძე, რეზო ლაღიძე, შოთა მილორავა, ბიძინა კვერნაძე და სხვა დიდი მუსიკოსები  სხავადასხვა დროს თანამშრომლობდნენ მესხიშვილის თეატრთან.
10:25 / 07.08.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.