სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ქუთაისის სპორტის სასახლეში 7 დეკემბერს დაიხურება
FaceBook
7 დეკემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის საქალაქო ტურნირი ქუთაისის სპორტის სასახლეში 15:30 დაიხურება.
ფინალური შეხვედრები ფეხბურთსა და კალათბურთში 15:00 სთ-ზე დაიწყება. კალათბურთში ერთმანეთს N1 საჯარო და ჭოხონელიძის სახელობის კერძო სკოლების გუნდები დაუპირისპირდებიან. ფეხბურთში კი გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად N 30 და N 38 საჯარო სკოლის მოსწავლეები იბრძოლებენ. მატჩების დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ქუთაისში 6 ოქტომბერს გაიხსნა. მასში ქალაქის 40 საჯარო და კერძო სკოლის გოგონათა და ვაჟთა 150-მდე გუნდი ჩაერთო. ამ დროის განმავლობაში შეჯიბრებები სპორტის 7 სახეობაში (მინი-ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი, გეზმრბენი, მხიარული სტარტები და შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშები) მიმდინარეობდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის ქუთაისის საქალაქო ტურნირი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ ქ.ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოში მე-5 წელია იმართება. საქალაქო ტურნირის გამარჯვებული გუნდები რეგიონულ, შემდეგ ზონალურ და რესპუბლიკურ ჩემპიონატებში ჩაერთვებიან. გამარჯვებულები კი მსოფლიო ბავშვთა ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელიც ტრადიციულად 2 წელიწადში ერთხელ იმართება.

Print