ქუთაისის „ტორპედომ“ ალბანური „კუკესი“ 5:2 დაამარცხა
FaceBook
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედომ"ალბანური "კუკესი" ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
შეხვედრაში ოთხი გოლი "ტორპედოელებმა" პირველივე ტაიმში გაიტანეს. თამაშის ბოლომდე კი კიდევ ერთი გოლი გაუტანეს მეტოქეს.

თამაშის 87–ე წუთზე "ტორპედოს" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც "კუკესის" ფეხბურთელებმა გაიტანეს და მეორე ტაიმში ანგარიში 5:2 გახდა.

ამ შეხვედრაში დამაჯერებელი მოგებით ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი ოფს  მიუახლოვდა. შემდეგი მატჩი ტორპედოელებს ალბანეთში ექნებათ. თუ ქუთაისური კლუბი "კუკესს" საპასუხო მატჩშიც მოუგებს, მაშინ ის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ქუთაისის "ტორპედომ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების კლუბი  "ვიკინგური" სტუმრადაც და გამეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა.

Print