ახალი ამბები
"ქუთაისის პარლამენტი" "სასაფლაოს ძეგლებით" - ისტორიად შემონახული 170 წელი
ქუთაისის ცენტრალურ ბაღს ისტორიული იერსახე უნდა დაუბრუნონ.
ამას ითვალისწინებს ბულვარის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომელის განხორციელება ქალაქის მერიამ მისი არსებობიდან 170 წლის შემდეგ გადაწყვიტა.

როგორი იყო ცენტრალური ბაღი ძველად, როგორ ხდებოდა განაშენიანება და რა ფუნქცია-დანიშნულება ქონდა მას - საარქივო მასალები ბულვარზე ბევრ საინტერესო ჩანაწერს ინახავს.

არქივიდან დანახული ქუთაისის ბულვარი

ხეებით დაჩრდილული ფართო ქუჩა - ფრანგულიდან სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება ბულვარი, რომელიც ქუთაისის ცენტრალური ბაღისთვის თავის დროზე უწოდებიათ.

ბაღს, მეტსახელებიც ჰქონია. მაგალითად, აკაკი წერეთელს ბულვარისთვის  "ქუთაისის პარლამენტი" უწოდებია. პარლამენტი იმიტომ, რომ ბაღი ქალაქის კულტურულ - პოლიტიკურ ცენტრად ითვლებოდა, სადაც ინტელიგენცია ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდა.

ქუთაისის ცენტრალური ბულვარი 1848 წელს გაშენდა - ეს მაშინდელი გუბერნატორის გლინესაროვის მიერ შემონახული ცნობაა.

ამ პერიოდის ცნობილი გამოცემის, გაზეთ "კავკაზის" სტატიის მიხედვით, ბაღი ფართო კვადრატს ჰგავდა, ოთხივე მხრივ შემორაგული წითლად შეღებილი ფიცრული ღობით. ღობის შიგნით პარალელურად გაწყობილი ხეივნებით, რომელიც ბაღის მთელ ტერიტორიას ჯვრის სახით ჰკვეთდა. სწორედ ამ ხეივნების გადაკვეთის ადგილზე მუსიკისა და ცეკვებისათვის მოედანი ყოფილა მომწყობილი.

"აქ ყოველ კვირას უკრავდა მუსიკა, მწვანე მინდორზე მსხდარი ნაირფერი ტანსაცმლით მორთული ქართველები მომაჯადოებელი ბუნების წიაღში ტკბებოდნენ მუსიკისა და ზურნის მელოდიური ხმებით," - ნათქვამია ცენტრალური ბაღზე შემონახულ ცნობებში, რომელიც "უცნობი ქუთაისის" ადმინისტრატორმა მოგვაწოდა.

მომდევნო ცნობა 1874 წელს გვხვდება.  მ. ვლადიკინის "თანამგზავრის" მიხედვით, ბაღში მოწყობილ გუბურებზე პატარა, ლამაზი ხიდები მოუწყვიათ, რაც ქალაქის ცენტრში ერთგვარ სიახლედ ითვლებოდა.

ქუთაისში ბულვარის კიდევ უფრო კეთილმოწყობაზე  ზრუნვა  ქალაქის თვითმმართველობის შემოღების დროიდან დაუწყიათ. ბაღში მოუწყვიათ წყლის სისტემები და ფარდული დაუდგამთ, სადაც უალკოჰოლო სასმელებს ჰყიდნენ.

"რა თქმა უნდა, შემდგომშიც ზრუნავდნენ, განსაკუთრებით, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე აკეთებდნენ. 80-იან წლებში ქალაქის თვითმმართველობამ ჩაატარა ბაღის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია. დაამატეს ბილიკები, ხეივნები შემორაგეს მსხვილი მავთულით, ბაღის დასავლეთ მხარეზე დარგეს  ეკლიანი ბუჩქები. ამასთან, განზრახული ჰქონიათ, ბაღი გაემდიდრებიათ ახალი დეკორატიული მცენარეებით, გაეზარდათ ფანრებისა და სკამების რაოდენობა, მაგრამ არ ჩანს, შეასრულდა თუ არა აღნიშნული სამუშაობი," - ნათქვამია არქივში დაცულ მასალებში. (ქუთაისის არქივი, ფონდი 108, საქ. 657)

90-იანი წლებში, ბულვარისთვის რკინის მოაჯირების გაკეთება მწარე ხუმრობის საგანი გამხდარა.

"მოაჯირის სვეტები სასაფლაოს ძეგლებს ჰგვანან. დავთვალე და ზუსტად იმდენია, რამდენიც ხმოსანია ქალაქის რჩევა-გამგეობაშიო" - უთქვამს აკაკი წერეთელს.

აკაკის ნათქვამს სამართლიან შენიშვნად მიიჩნევდნენ ინტელიგენციის დანარჩენი წარმომადგენლებიც, რადგან ამბობდნენ, რომ  რკინის მოაჯირი ბაღს სილამაზეს უკარგავდა.

სამაგიეროდ, მეტი მომხიბვლელობა ბაღისთვის  ქალაქის სიმბოლოდ ქცეულ თეთრ კოლონადებს შეუძენია, როდესაც ის ბულვარის ტერიტორიაზე 1948 წელს ააშენეს.

არქიტექტურული ცვლილებების პარალელურად, ბულვარს მისი ძირითადი კულტურული ფუნქცია დაუკარგავს, რადგან ბატონყმობის გაუქმებას ქალაქისთვის თავისი კვალი დაუჩენია.

"მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში აქ თავს იყრიდა უსაქმო, მხოლოდ გართობას მიჩვეული თავად-აზნაურობა და დროს ჭორიკნობასა და ლაზღანდარობაში ატარებდა, 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან ვითარება შეიცვალა. ბატონყმობის გაუქმებამ და ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა თავად-აზნაურობა საგონებელში ჩააგდო, ჩააფიქრა, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა ბულვარზე არსებულ განწყობილებაში," - ნათქვამია არქივში დაცულ მასალებში.

ცნობილი პუბლიცისტი სერგეი მესხი ამ ხანების ქუთაისისა და მისი ბულვარის შესახებ წერს: "არა თუ ბულვარი, ქუთაისის ქუჩებიც რაღაც მივარდნილად და მიყრუებულად მეჩვენაო."

1870-იანი წლებიდან ქუთაისში  საქალაქო თვითმმართველობა შემოუღიათ და სათავადაზნაურო ბანკიც გაუხსნიათ. ამ დაწესებულებათა მმართველი ორგანოების არჩევნების დღეებში კი ბულვარი მართლაც, პარლამენტად ყოფილა გადაქცეული, სადაც კანდიდატთა ავ-კარგს არჩევდნენ, დავობდნენ და ქმნიდნენ მიმართულებებს.

შალვა დადიანის სიტყვით: "აქ იყრიდა თავს ინტელიგენცია.  აქ მოისმენდით ჩვენს მწერლობაში თავის დროზე კარგად ცნობილი ერთ-ერთი თერგდალეულთაგანის კირილე ლორთქიფანიძის ჭკვიანურსა და შეუვალი ლოგიკით სავსე საუბარს, ცნობილი ადვოკატის მოსე ქიქოძის "გამყინავ კამათს" და კოტე მესხის სხარტულ გამოთქმებს."

ამავე პერიოდის ბულვაეში აქვე ყოფილან საზაფხულოდ ჩამოსული სტუდენტები -  "რომელთაც დინჯ საუბარში შემოჰქონდათ თავიანთი მღელვარე პროტესტის ხმები, რაც შემდეგში გადაიქცა რევოლუციურად მომართული ახალგაზრდების ჯგუფად და ქალაქის ბაღი ბოლოს ამ რევოლუციონერთა ერთ მთავარ ლეგალურ საკრებულოდ გადაქცეულა," - ნაქთვამია საარქივო მასალებში.

რუსეთის პირველი სახალხო რევოლუციის წლებში (1905-1907 წლები) ბულვარი რევოლუციური მასების თავშეყრის მთავარი ადგილი ყოფილა, სადაც იმართებოდა ხალხმრავალი კრებები, პოლიტიკური მანიფესტაციები, წარმოებდა რევოლუციური პროპაგანდა. აქ პოლიციასა და ჯართან შეტაკებისას სისხლიც დაღვრილა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი არაერთხელ გამხდარა შეტაკებისა და ბრძოლის არენა, მაგრამ მას ახსოვს სიხარულისა და სახალხო ზეიმის დღეებიც - 1908 წელი, როცა ქუთაისმა ქალაქის ბაღში დიდი ზეიმით აღნიშნა სახალხო მგოსნის, აკაკის იუბილე.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი მუშტაიდის ბაღის შემდგომ სიძველით მეორეა მთელ ამიერკავკასიაში. უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის სექტემბრის ბოლოდან ბაღის სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ქუთაისში ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება სავარაუდოდ ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ჩხიკვაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ბაღში დეკორატიული ფილები სამფეროვანი გრანიტის ფილებით ჩანაცვლდება, ასევე ისტორიულ სახეს დაუბრუბრუნდება შადრევნები.

"ვაზის ტიპის შადრევნები დამონტაჟდება, რაც მას ძველ იერსახეს დაუბრუნებს. შეიცვლება ბაღში არსებული სანაყინეს გარე ფასადი და იქნება შესაბამისობაში გარემოსთან. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ლანდშაფტი, რომ წყლის გადინება კარგად მოხდეს. აღდგება ქვის ბორდიურები, გამოიცვლება განათება და დაიდგმება ახალი ძელსკამები, რომელზეც ქუთაისის გერბი იქნება გამოსახული. ასევე, მოხდება კოლონადების რეაბილიტაცია" - ამბობ სქუთაისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ჩხიკვაძე.

"ქუთაისის ბულვარი დიდი საქალაქო კულტურის ნაწილია. ამიტომ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ მას. მზარდი ტურიზმის პირობებში ბულვარს სჭირდება
კარგი მხატვრის, დეკორატორის, აგრონომის თვალი და ხელი. ასევე კარგი იქნება, თუ საკრებულო ბაღს საგანგებო სტატუსს მიანიჭებს, რადგან ასე სამუდამოდ იქნება დაცული მისი საზღვრები. ასე, რომ ვნახოთ დღევანდელი ხელისუფლება რით დაამახსოვრებს თავს ჩვენს ბულვარს," - ამბობს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

ქუთაისში ქალაქის მთავარი ბაღის  სრული განახლდება მისი არსებობიდან 170 წლის შემდეგ იწყება, რაც მომდევნო 100 წელიწადში ალბათ ისევ არქივში დაცულ ისტორიად გადაიქცევა.


ამავე თემაზე: 

170 წლის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალური ბაღის სრული რეაბილიტაცია იწყება

როგორ გამოიყურებოდა ქუთაისის ცენტრალური ბაღი ძველად და როგორია დღეს (ფოტო)


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლაშა შალამბერიძე საუბნო კომისიებში "ქართული ოცნების" წევრების ნათესავების დასაქმებაზე საუბრობს.
11:53 / 19-09-2018
გაერთიანებული ოპოზიცია,  ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის,  ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს.
11:25 / 18-09-2018
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ფონდებში რამდენიმე ათეული ხალიჩა -ფარდაგი ინახება.
14:22 / 16-09-2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალში კონფლიქტის დროს 65 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.
14:14 / 16-09-2018
მსგავსი სიახლეები






ქუთაისის ოპერის თეატრში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი
გალა-კონცერტით დასრულდა.
ქუთაისის ოპერის თეატრში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გალა-კონცერტით დასრულდა.
12:24 / 23.09.2018






საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება
იკრძალება.
საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება.
12:03 / 23.09.2018
"უბნის ხელოვნება" - ასე ჰქვია მოძრაობას, რომელიც ქუთაისში ყოველი წლის შემოდგომაზე პერფომანსს მართავს.
14:08 / 22.09.2018






ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური სტატუსი და როლი, რომელიც მას
ისტორიულად ეკუთვნის.
ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური სტატუსი და როლი, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის.
12:13 / 22.09.2018






წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები მკურნალობის ჩასატრებალდ
ქუთაისის ჰოსპიტალ
წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები მკურნალობის ჩასატრებალდ ქუთაისის ჰოსპიტალ "მედიქალ სითი"- ში გადაიყვანეს.
11:55 / 22.09.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.