საზოგადოება
წინასწარ განაწილებული პოზიციები ჯერ არაშენებულ ეკლესიაში
ქუთაისში, ქალაქის ცენტრში ორსართულიანი ეკლესიის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, უკვე წინასწარაა ცნობილი ვინ უწინამძღვრებს ტაძარს.
როგორც ირკვევა, ეკლესიაში,  რომლის პირველი სართულიც ბაგრატ მეფის, ხოლო,  მეორე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის იქნება,  გიორგი (შალამბერიძე) და მამა გრიგოლი(ჭიჭინაძე) იმსახურებენ, თუმცა, ვინ რომელ ტაძარს უხელმძღვანელებს, ჯერ არ იციან.

მოძღვარები მშენებლობის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში პირადად აკვირდებიან. მშენებლობაზე მისვლის დროს, ქუთაისიპოსტს ადგილზე ეკლესიის ერთ-ერთი მომავალი წინამძღოლი, მამა გრიგოლი და ეპარქიის ერთ-ერთი მღვდელი, მამა მატათა დახვდა.

მამა მატათამ განგვიმარტა, რომ იგი პროცესს თვალს ადევნებს და მშენებლობას ეხმარება.

თორმეტი მოციქულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა, მამა გრიგოლმა კი დაადასტურა, რომ ქალაქის ცენტრში მშენებარე ეკლესიაში ის და ხარების ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გიორგი იმსახურებენ.

"მე და მამა გიორგი ვიქნებით, მაგრამ რომელი სად ჯერ გაურკვეველია. ჯერ უნდა ავაშენოთ", - გვითხრა მამა გრიგოლმა. თუმცა, მოგვიანებით განმარტა, რომ მისგან ინტერვიუს აღების ნებართვა მეუფე კალისტრატესთვის უნდა გვეთხოვა.

მშენებარე ეკლესიის ერთ-ერთი წინამძღოლი რომ იქნება, ეს მამა გიორგიმაც დაადასტურა. ხარების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში ეკლესიისთვის ტერიტორიის გადაცემისთვის მან ბევრი იბრძოლა და მეუფემაც დაუფასა შრომა. თუმცა, მამა გირგოლის მსგავსად, არც ის გამორიცხავს, რომ მეუფემ საბოლოოდ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.

"მე ვირბინე ამ მიწის გადმოცემის თემაზე თბილისში და ეს არ დაუკარგია მეუფეს. მაქსიმალურად ვარ ინფორმირებული, რომ აქ ვიქნები, მაგრამ არ ვიცი ბოლოს რა მოხდება, შესაძლოა, სულ სხვა გადაწყვეტილება იქნას მიღებული", - განაცხადა მამა გიორგიმ.

არსებული ინფორმაციით, ეკლესიის მომავალი წინამძღოლები თავად ზრუნავენ ფინანსების მოზიდვაზეც,  თუმცა, მოძღვარები ამაზე არ საუბრობენ.

ქუთაის-გაენათის ეპარქიას ოფიციალური ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს ეკლესიის მშენებლობას არ გაუჟღერებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მშენებლობას პირადად ხელმძღვანელობს მეუფე კალისტრატე. ამას ადასტურებენ ადგილზე დასაქმებულებიც და მოძღვარიებც. მამა გიორგის თქმით, მეუფე ყოველდღე, დღის 11 საათზე მიდის მშენებლობაზე და პირადად აკონტროლებს  პროცესს. მისივე თქმით, მეუფესთან შეხვედრას ჩვენ 9 ივნისს ამავე მშენებლობაზე შევძლებთ.

არიან თუ არა მოძღვარები წინასწარ განაწილებული ჯერ არაშენებულ ეკლესიაში, რამდენი იხარჯება და ვინ აფინანსებს ქალაქის ცენტრში ორ სართულიანი ეკლესიის მშენებლობას, ქუთაისისპოსტი მეუფე კალისტრატესგან ამ ინფორმაციის მიღებას შეეცდება.

ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" უკან, 740 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკონომიკის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.

ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.

პროექტის მიხედვით, ბაგრატ მესამეს სახელზე მშენებარე ეკლესია ბაზილიკური სტილის იქნება. ხოლო, მეორე სართული დავით აღმაშენებლის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა იქნება.


პირველი სართული, ბეგრატ მესამეს სახელობის ტაძრის მშენებლობა

ქალაქის ცენტრში მშენებარე ორსართულიანი ეკლესია


ამავე თემაზე:

ქუთაისის ცენტრში ორსართულიან ტაძარს მალე გუმბათს დაადგამენ (ფოტო)

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება


ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა

რეკომენდაციები ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტზე, რომელიც საპატრიარქომ დაამტკიცა

მეუფე კალისტრატემ ქალაქის ცენტრში, ის ადგილი აკურთხა, სადაც ეკლესია აშენდება (ვიდეო)
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ქუთაისში, შარტავს ქუჩაზე ხანძარია.
14:45 / 17-06-2018
კოალიციის "განათლება ყველასათვის – საქართველო" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა,
17:53 / 15-06-2018
ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი,
11:38 / 14-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
18:52 / 13-06-2018
მსგავსი სიახლეები






რეზი, მაგდა და გიორგი ყაზბეგიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ.
21-ე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები საქართველოს ამ მთიან რეგიონში
პირველად იყვნენ.
რეზი, მაგდა და გიორგი ყაზბეგიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. 21-ე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები საქართველოს ამ მთიან რეგიონში პირველად იყვნენ.
11:03 / 16.06.2018






გაყიდეს სახლი, ეზო და სხვა ყველა ნივთი წიგნების გარდა. დაივიწყეს
საავადმყოფოები, გადასახადები, გამორთეს ტელევიზორი და თავისუფალ
სივრცეში გადასახლდნენ - გეგმა დედამიწის წყლით შემოვლაა.
გაყიდეს სახლი, ეზო და სხვა ყველა ნივთი წიგნების გარდა. დაივიწყეს საავადმყოფოები, გადასახადები, გამორთეს ტელევიზორი და თავისუფალ სივრცეში გადასახლდნენ - გეგმა დედამიწის წყლით შემოვლაა.
10:37 / 29.05.2018






მარიამი ყოველ დილას მაგარძირიან ფეხსაცმელს იცვამს.

მარიამი ყოველ დილას მაგარძირიან ფეხსაცმელს იცვამს.

10:38 / 28.05.2018






საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა, იმის
მიუხედავად, რომ მან მხოლოდ 1028 დღე იარსება, საქართველოს
ისტორიისთვის უდიდესი მონაპოვარია.
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა, იმის მიუხედავად, რომ მან მხოლოდ 1028 დღე იარსება, საქართველოს ისტორიისთვის უდიდესი მონაპოვარია.
14:18 / 25.05.2018






ცენზურის დაწესების მცდელობაა, - აცხადებენ ქუთაისელი ხელოვანები იმ
კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ეკა ბესელიამ
და ლევან გოგაჩაიშვილმა შეიმუშავეს.
ცენზურის დაწესების მცდელობაა, - აცხადებენ ქუთაისელი ხელოვანები იმ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგაჩაიშვილმა შეიმუშავეს.
10:30 / 17.05.2018
რეიტინგული ამბები
"ეს არის დამოუკიდებლობა?" - აქციის პატარა მონაწილის ემოციური გამოსვლა (ვიდეო)
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ დილიდან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
15:30 / 01.06.2018
16 წლის რობი კაპანაძემ 6 წლის ბიჭის სოცოცხლე იხსნა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ექვსი წლის პაატა ღამბაშიძე მეათეკლასელმა რობი კაპანაძემ გამოიყვანა.
13:58 / 31.05.2018
ტყიბულის შახტში უსაფრთოხების ახალი სისტემა დამონტაჟდა (ფოტო)
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა.
13:55 / 12.06.2018
კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.