საზოგადოება
„სახელმწიფოს ნაკლებად აინტერესებს რა სურს საზოგადოებას“ - ქუთაისელები აქციის შედეგებსა და მოლოდინებზე
თბილისში ღამის კლუბების "ბასიანისა" და "გალერის" შსს-ს სპეცრაზმის მიერ დარბევამ, შედეგად საზოგადოების საპროტესტო აქციებმა და შემდეგ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლამ, აზრთა სხვადასხვაობა გააჩინა.

საზოგადოების ნაწილმა აქციი ს„ ჩვენი თავისუფლებისთვის“ დაშლა და სახელმწიფოსთვის ერთკვირიანი ვადის მიცემა მარცხად მიიჩნია, მეორე ნაწილმა აქციის მშვიდობიანი დასრულება და მოლაპარაკებების რეჟიმი - გამარჯვებად და მიღწევად ჩათვალა, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ძალის გადამეტების გამო მინისტრის ბოდიში მნიშვნელოვანი მონაპოვარი აღმოჩნდა, სხვებისთვის მინისტრის მხრიდან - ცინიზმი, ნაწილისთვის კი მინისტრის ბოდიში, საერთოდ, იუმორისთვის საინტერესო მასალა გახდა (მაგალითად, გახარიას ბოდიში იუნესკომ არამატერიალურ კულტურულ ძეგლთა სიაში შეიყვანაო).

ერთგვაროვანი შეფასებები არ მოჰყოლია არც ე.წ. კონტრაქციას და მის მონაწილეებს, რომლებიც ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მქონე სხვადასხვა დაჯგუფებებს წარმოადგენდნენ.

თბილისის მოვლენებიდან ორი დღის შემდეგ საკუთარ შეფასებებს აკეთებენ ქუთაისში.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მებრძოლი და მომუშავე სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები საუბრობენ პირველ რიგში სახელმწიფოს პასუხისმგებლობებსა და მძიმე გადაცდომებზე. რამაც, მათი ზრით, კინაღამ სავალალო შედეგი დააყენა.

"რა მოხდა ბოლო ორი დღის განმავლობაში. მოხდა ის, რომ ხელისუფლების არაკომპეტენტური, არათანაზომადი, გაუაზრებელი ნაბიჯების გამო ქვეყანაში შეიქმნა კრიზისი, რომელიც კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ღამის კლუბების დარბევისა და ახალგაზრდების პროტესტის შემდეგ კი ხელისუფლება ჩემი აზრით კიდევ უფრო სამარცხვინოდ მოიქცა - დემონსტრანტებს მიუსია მის მიერვე კონტროლირებული, გავეშებული ბრბო, რომ ამით რუსთაველზე მდგარ გოგო-ბიჭებზე ტერორი განეხორციელებია და კომპრომისებზე დაეყოლიებინა. ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა გარკვეულწილად ბედნიერ შემთხვევითობად მიმაჩნია და პირველ რიგში ხელისუფლებას უნდა უხაროდეს, რადგან რუსთაველზე მოცეკვავე ქართველი ახალგაზრდების დაღვრილი სისხლი გვინახავს. ხოლო ხელისუფლებაც და ის სახელმწიფოც კი, რომელმაც ეს დაუშვა, დღეს ისტორიის სანაგვეზეა", - ამბობს რადიო ძველი ქალაქის დირექტორი ირაკლი მაჩიტიძე.

სახელმწიფო და ხელისუფლება სანაგვეზე რომ არ აღმოჩნდეს, ჩვენი რესპოდენტების აზრით, მას ბევრ საკითხზე მოუწევს გადაწყვეტილებების შეცვლა. მათ შორის არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზეც უარის თქმა.

"არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში პირველ რიგში უცილებელია კონკრეტული და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციის კუთხით, წინასწარ იმის თქმა რა შედეგს მოიტანს მეორედ იმავე თამაშში სახელმწიფოსთან შესვლა რთულია, ძალიან მალე გამოჩნდება აიღებს თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებლობას არსებულ მდგომარეობაზე და აღიარებს რომ დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია არის გამოსავალი და არა ძალადობრივი მეთოდებით ბრძოლა საკუთარ მოსახლეობასთან", - ამბობს "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

ბრძოლა საკუთარ მოსახლეობასთან ორი დღის წინ კინაღამ ხელჩართულ დაპირისსპირებაში გადაიზარდა. ჩვენი რესპოდენტების აზრით, აქციის ორგანიზატორებმა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და თავიდან აიცილეს მოსალოდნელი შეტაკება. ისინი ამ შემთხვევაშიც სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ.

"კლუბში შევარდნა ას კაცამდე ადამიანის დაპატიმრება -გადაყვანა გამიზნული დაშინების აქტია, რომელიც საქართველოში ხშირად ხდება. სახელმწიფომ ძალის დემონსტრირება იცის და ყველაზე კარგად გამოსდის. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევდა პროტესტს და გამოიწვია კიდეც. აქციის შეფასებაზე თუ გადავალთ, სახელმწიფოს ქმედება კარგად დადგმულ სპექტაკლს გავდა, თუმცა ხაზგასასმელი ის არის, რომ ორგანიზატორებმა და მინისტრმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ბექამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და დიდი რისხვაც დაიტეხა თავზე. მთავარია მშვიდობით დამთავრდა ყველაფერი", -ამბობს ორგანიზაცია "რუბიკონის" თავმჯდომარე ზაზა ქარჩხაძე.

თუმცა, "რუბიკონის" წარმომადგენლები ამ მშვიდობაში ნაკლებად ხედავენ შედეგებს. რუბიკონის თავმჯდომარეს საერთოდ გაურკვეველ შეთავაზებად ეჩვენა შსს-ს მინისტრის გახარიას მხრიდან ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული "სამუშაო ჯგუფების" შექმნა, და კიდევ უფრო გაუგებრობად მიაჩნია, აქციის ორგანიზატორების მხრიდან დათანხმება ამ შეთავაზებაზე.

"როცა მინისტრი ლაპარკობს რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე. ცოტა გაუგებარია, რადგან რეფორმა ინიცირებულია ერთი წელიწადია და ყოველწლიურად ველით, რომ პარლამენტმა დაიწყოს განხილვა. მინისტრი ამის ფონზე გეუბნება შეიქმნება სამუშაო ჯგუფიო. მაშინ როცა, პროექტი მზად არის და თვეები შეალიეს მასზე მუშაობას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მებრძოლმა და მომუშავე ორგანიზაციებმა. საქმე ბოლო წერტილამდეა მისული და მხოლოდ კეთილ ნებას ელოდება სახელმწიფოს მხრიდან და ამ დროს მინისტრი რაღაც გაუგებარ ჯგუფებზე ლაპარაკობს, აქციის ორგანიზატორები კი ეთანხმებიან", - ამბობს ზაზა ქარჩხაძე.

აქციაზე სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების განხილვისას ჩვენი რესპოდენტები ასკვნიან, რომ სახელმწიფო ჩვეულ რეჟიმშია და ჯერ-ჯერობით ნაკლებად აპირებს ამ გზიდან გადახვევას.

"სახელმწიფოს, როგორც ყოველთვის, ნაკლებად აინტერესებს რეალურად რა სურს საზოგადოებას. ფასადურად დემოკრატიული ლიბერალური სახელმწიფო ვართ დასავლეთის თვალში, საქმით არაფერი კეთდება, საქმე სხვა რამეს აჩვენებს", - ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.
აქციის შეფასებისას რესპოდენტები საუბრობენ კონტრაქციის წარმომადგენლებზეც, ულტრანაციონალისტებსა და ფაშისტურ დაჯგუფებებზე, რომელთაც აქციის შეწყვეტიდან მეორე დღესაც გამართეს მსვლელობა და სხვა აქტივობებსაც აანონსებენ.

"კონტრაქცია ჭრელი იყო სხვადასხვა დაჯგუფებები იყვნენ. ულტრანაციონალისტებიც გამოჩნდენენ, "ზიგს" აკეთებდნენ. იმედია საქართველოში არ მიიღებს რაიმე რთულ და მწვავე სახეს მსგავსი მოძრაობა. თუკი ეს ძალა მართულია სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით ცუდ სურათს და დიდ თამაშს იღებს, რომელსაც სახელმწიფო თამაშობს. რთულ სვლებს აკეთებს, მობილიზებას უწევს (თუკი უწევს) ამ რადიკალურ ძალებს, თავად შუაში დგება და არბიტრის როლს ირგებს", - ამბობს დავით ფორჩხიძე.

თუმცა, რესპოდენტების თქმით, სახელწმიფოს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს აღიარება რა თამაშში ითრევს საზოგადოებას და ასევე ბევრ სხვა კითხვაზე პასუხების გაცემა.

"თუ ეს იყო თამაში მაშინ გასაგებია სახელმწიფოს როლი ამ თამაშში. თუკი არ იყო თამაში მაშინ უარესი, რადგან ამით სახელმწიფო აღიარებს რომ სისტემაში ყავს ისეთი ძალა, რომლისაც ეშინია და ვერ აკონტროლებს. აქიის დაშლის მიზეზიც ეს იყო: შეიძლება ვეღარ შევაკავოთ და გავაკონტოლოთო უთხრეს აქციის ორგანზიატორებს. ეს ან ბლეფი იყო ან მართლა ვერ აკონტროლებს და ორივე შემთხვევაში კატასტროფაა", - მიაჩნია ზაზა ქარჩხაძეს.
სპეციალისტები გამოსავალს პრინციპულობასა და პერმანენტულობაში ხედავენ.

"სახელმწიფოს პრინციპულობით და პერმანენტულობით თუ აჯობებ. ერთი ხაზი, ერთი მიმართულება უნდა იყოს აღებული. რაშიც დარწმუნებული ვიქნებით რომ სიმართლეა და ჩვენ ვიცავთ ამ სიმართლეს ბოლომდე", - აღნიშნა დავით ფორჩხიძემ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
წყალტუბოს სამუსიკო სკოლა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტს გამართავს.
14:29 / 21-05-2018
ქუთაისის მერია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების შესახებ "ევროპული საქართველოს" კვლევას ეხმაურება.
13:52 / 21-05-2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
13:14 / 21-05-2018
ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად მუშა დაშავდა. შემთხვევა 20 მაისს მოხდა.
13:14 / 21-05-2018
მსგავსი სიახლეები






ცენზურის დაწესების მცდელობაა, - აცხადებენ ქუთაისელი ხელოვანები იმ
კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ეკა ბესელიამ
და ლევან გოგაჩაიშვილმა შეიმუშავეს.
ცენზურის დაწესების მცდელობაა, - აცხადებენ ქუთაისელი ხელოვანები იმ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგაჩაიშვილმა შეიმუშავეს.
10:30 / 17.05.2018






ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი
შენობა, საიდანაც 7 წლის წინ ექსპონატები გადაიტანეს, მიტოვებული და
ამორტიზებულია.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა, საიდანაც 7 წლის წინ ექსპონატები გადაიტანეს, მიტოვებული და ამორტიზებულია.
14:00 / 10.05.2018






საქართველო სადღესასწაულო დღეების სიმრავლით გამოირჩევა.
საქართველო სადღესასწაულო დღეების სიმრავლით გამოირჩევა.
15:20 / 06.05.2018






ზღვის წყალი მლაშე იყო და შიშის გემო ჰქონდა. ყვირილი არ შეეძლო,
ხვდებოდა, მალე დანებდებოდა. წყალი ფსკერისკენ ითრევდა.
ზღვის წყალი მლაშე იყო და შიშის გემო ჰქონდა. ყვირილი არ შეეძლო, ხვდებოდა, მალე დანებდებოდა. წყალი ფსკერისკენ ითრევდა.
10:14 / 04.05.2018






ონში ებრაელობა ერთ დროს დაბის მოსახლეობის უმრავლესობას
წარმოადგენდა.
ონში ებრაელობა ერთ დროს დაბის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა.
14:15 / 01.05.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.