საზოგადოება
ონის სინაგოგა და მისი ერთადერთი ებრაელი მცველი
FaceBook
ონში ებრაელობა ერთ დროს დაბის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა.
გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მათ მასიურად დატოვეს რაჭა, მაგრამ აქ დღესაც დგას სალოცავი, რომელიც ამ ადგილზე ოდესღაც მათი არსებობს შესახებ გვამცნობს.
ონში სინაგოგის მშენებლობა 5 წელი მიმდინარეობდა და საბოლოო სახე 1895 წელს მიიღო.



საამშენებლო მასალად თეთრი კირქვაა გამოყენებული. შენობა ოთხკუთხედი ფორმისაა და მის გუმბათს მრავალქიმინაი ვარსკვლავი ამშვენებს. იგი გამოირჩევა არქიტექტურული ღირებულებით და თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ სიდიდით მესამეა. 



დღეს სინაგოგა დაკეტილია. იმის გამო, რომ ონში 10 ებრაელიც კი აღარ ცხოვრობს, ლოცვა იქ აღარ მიმდინარეობს. 75 წლის აბრაამ შიმშილაშვილი ერთადერთია, რომელმაც სინანგოგის მცველის ფუნქცია საკუთარი ნებით შეითავსა. მართალია, იგი ქართველ მეზობლებთან მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფება, მაგრამ გული წყდება, რომ ონში ებრაელთა არსებობა წარსულის საკუთრება ხდება.



"ლოცვა სინაგოგაში მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს, როცა ონს ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ. ეს ძირითადად ზაფხულის პერიოდში ხდება. რაბინი აქ აღარ არის, ამიტომ ტურისტები დამოუკიდებლად აღალველენ ლოცვას", - ამბობს აბრაამ შიმშიაშვილი და კმაყოფილებას ვერ ფარავს, როცა დაბის სტუმრებს სალოცავის შესახებ უყვება.

"ისრაელში წასული ონელი ებრაელების პირველი თაობიდან ცოტა თუ შემორჩა ვინმე. უმრავლესობამ სახლები გაიყიდა. მართალია, რამდნეიმემ სახლი შეინარჩუნა, მაგრამ ისინი დაკეტილია და არც არავინ იცის როდის გამოჩნდებიან პატრონები. ჩემი შვილებიც წავიდნენ , ისინი დღეს გერმანიაში ცხოვრობენ. მე და ჩემი მეუღლე დავრჩით მხოლოდ აქ", - ამბობს აბრაამი, რომელსაც ონის გარდა სხვაგან ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია.


ავტორი: ხვიჩა ვაშაყმაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.