კვირის თემა
პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს. 
სრულად
18:37 / 07.12.2018
მათ ჭრელი თავსახვევით და დიდი ჩანთებით იცნობთ.
სრულად
00:39 / 01.12.2018

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
საზოგადოება
კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს
ტყიბულში მინდელის შახტში 5 აპრილს გამთენიისას ნგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა სამი, 13 შვილი - დაობლდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მეოთხე შემთხვევა იყო, როდესაც ტყიბულის შახტში მეშახტეები დაიღუპნენ, მათმა რიცხვა  კი 12-ს მიაღწია. 

ყოველი მომდევნო უბედური შემთხვევის შემდეგ, შახტებსა თუ მშენებლობებზე, ხელისუფლება პირობას დებს, რომ მდგომარეობას გამოასწორებს შრომითი უსაფრთხოების კუთხით, შეიტანს ცვლილებებს კანონში, დააწესებს რეგულაციებს და სანქციებს.

ხელისუფლების დაპირებები ნაწილობრივ შესრულდა 2013 წელს, როდესაც შრომის კოდექსში ცვლილება შევიდა. ცვლილება შეეხო დასაქმების კანდიდატის ინფორმირებულობის, ვადიანი ხელშეკრულებების დადების, სამუშაო ადგილის ხანგრძლივობისა და სხვა საკითხებს.

ხოლო 2018 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ“.

სპეციალისტები ამ კანონში გამოყოფენ რამდენიმე დადებით მომენტს. მაგალითად, შრომითი უსაფრთოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების ოდენობის გაზრდას, რომელიც ახალი კანონით ორმაგდება.

შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტების მოთხოვნების პირობების დარღვევა 100-დან 50 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ორმაგდება ჯარიმა, სამაგიეროდ ვიწროვდება კანონის გავრცელების სფერო.

"ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამ კანონის მიზნებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით", - აღნიშნულია კანონში "შრომითი უსაფრთხოების შესახებ".

ასეთი კი სულ 11 გამოიკვეთა.

1. მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება. მასში შედის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების მშენებლობა, ცემენტი, თაბაშირი, ალებასტი, კირი, გაჯი და სხვა წარმოება, ასფალტბიტუმის წარმოება, რკინაბეტონის წარმოება, ქვის საჩამომსხმელო ნაწარმის წარმოება, საიზოლაციიო და რულონური სახურავის წარმოება. ამწე მოწყობილობებთან დაკავშირებული სამუშაოები;
2. სამთოგეოლოგიური შახტები, როგორც მიწისქედა, ასევე მიწისქვეშა სამუშაოები, კარიერები, მატერიალური და არამატერიალური სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. სამსხვრევ-სახარისხებელი სამუშაოები, მამდიდრებელი და ბურღვა-საფეთქებელი სამუშაოები;
3. მეტალურგიული სამუშაოები, გეო-მეტალურგიული სამუშაოები;
4. ელექტროენერგეტიკა, ელექტროენერგეტიკული მრეწველობა, ქვესადგურები, ჰესები, მაღალი და დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები;
5. ნავთობისა და გაზის მრეწველობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება. მაგისტრალური ნავთობსადენები და გაზსადენები, გასამართი სადგურები, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, ნავთობის გამოხდა;
6. ქიმიური წარმოება, ორგანული და არაორგანული პროდუქციის წარმოება;
7. ლითონდამუშავება, ჩამოსასხმელი წარმოება, საზეინკლო და სამჭედლო სამუშაოები, თერმული დამუშავება;
8. მინის წარმოება, მინის ხარშვა;
9. მერქნის, ხე-ტყის დამამუშავებელი მრეწველობა, ავეჯის წარმოება;
10. საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობა,ტექსტილის საწარმოები;
11. ტრანსპორტი, მეტროპოლიტენი, რკინიზგზა, საზღვაო ნავსადგურები, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი.

სპეციალისტების მხრიდან კანონში პრობლემურ ნაწილად მიჩნეულია მონიტორინგის საკითხიც.

"ახალი კანონპროექტის მიხედვით, მონიტორებს მოსამართლის ნებართვის გარეშე არ შეეძლებათ შესვლა საწარმოში, თუ იქ რამე ინცინდენტი არ მოხდა, ან გეგმური შემოწმება არ იქნება, არადა ინსპექტორს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს ნებისმიერი ობიექტის შემოწმება. ინსპექტორები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეამოწმონ შრომითი პირობები,
რამდენ საათს მუშაობს დასაქმებული, რამდენია მათი ანაზღაურება და ეძლევათ თუ არა მუშებს შვებულების გამოყენების შესაძლებლობა და ა.შ. რაც საერთაშორისო სტანდარტებით პირდაპირ ბმაშია უსაფრთხოებასთან",- მიაჩნია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტს ილია ლეჟავას.

ილია ლეჟავა აღნიშნავს, რომ კანონში უსაფრთხოების შესახებ არაა გათვალისწინებული პროფკავშირის და გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელთაგან ყველაზე მთავარი, აღსრულების მექანიზმის და შრომის ინსპექციის მართვის საკითხი.

"შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით ინსპექციის მართვა უნდა განხორციელდეს ტრიპარტიზმით დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და მთავრობის წარმომადგენლობის ჩართულობით. ეს თავშივე გამორიცხავს კორუფციულ მართვას, რა არგუმენტითაც თავის დროზე გაუქმდა ეს ინსტიტუტი", - მიაჩნია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტს ილია ლეჟავას.

თუმცა რა კანონიც უნდა მიიღონ, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, საბოლოოდ დგება აღსრულების პრობლემა.

"დგას აღსრულების პრობლემა. აღსრულების, რომელიც პირდაპირ ბმაშია მთავრობის ნებაზე, რამდენად თანახმაა ხელისუფლება, ადამიანი და მისი კეთილდღეობა გახდეს უპირატესი.

ყველა ჯერზე, თემის აქტუალობას მთავრობაც აღიარებს. თუმცა, როგორც კი გარდაცვლილს მიწას მივაბარებთ, ყველა მაღალჩინოსანი, სამთავრობო თუ საკანონმდებლო თანამდებობის პირი, პროფკავშირის პირისპირ სამუშაო და მოლაპარაკებების მაგიდასთან უარყობს და აკნინებს შრომის ინსპექციის საჭიროებას და შესაბამისი რეგულაციების შემოღების საჭიროებას. შესაბამისად, ყველა საჭირო გადაწყვეტილება, რაც ასე მნიშვნელოვანია და საჭირო, ინიცირებულია მხოლოდ ასეთ მძიმე ფონზე და მისი დროში გაწელილი მიღების პროცესი მას რეალურად შიგნავს და ვიღებთ სუსტ რეგულაციებს", - ამბობს ილია ლეჯავა.

სუსტი რეგულაციების გარდა, ვიღებთ მძიმე შედეგებს და მგლოვიარე ხელისუფლებას, რომელიც მწუხარებას სიტყვებით, შეშფოთებით, მოწოდებებით და გლოვის დღის დაწესებით გამოხატავს.

ამჯერადაც ასეა - 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.


ამავე თემაზე:

5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შემდეგ ქალაქის ფუნქციურ დატვირთვაზე ისაუბრა.
13:21 / 15-12-2018
ტყიბულის მინდელის სახელობის შატხში, 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის დროს დაკავებული ექვსივე თანამშრომელი 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
19:11 / 14-12-2018
14 დეკემბერს, 19:00 საათზე პრესკლუბ "მედიარუმში"  ქუთაისის  მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ნარჩემაშვილის ბრიფინგი.
17:41 / 14-12-2018
ქუთაისის მაჟორიტარი, კობა ნარჩემაშვილი ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
17:18 / 14-12-2018
მსგავსი სიახლეები






რა სურთ ბავშვებს იმ ასაკში როდესაც ზუსტად იციან სანტას ფორმის უკან
ვიცნ დგას.
რა სურთ ბავშვებს იმ ასაკში როდესაც ზუსტად იციან სანტას ფორმის უკან ვიცნ დგას.
16:42 / 14.12.2018






დეკემბრის პირველი კვირა მთელ მსოფლიოში შიდსთან ბრძოლასა და ამ
დაავადებით გარდაცვლილთა ხსოვნას ეძღვნება.
დეკემბრის პირველი კვირა მთელ მსოფლიოში შიდსთან ბრძოლასა და ამ დაავადებით გარდაცვლილთა ხსოვნას ეძღვნება.
18:27 / 04.12.2018






2019 წელს დასრულდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,
ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი და 60 000
სტუდენტზე გათვლილი,
2019 წელს დასრულდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი და 60 000 სტუდენტზე გათვლილი,
12:42 / 02.12.2018






მას მთელი ნიუ-იორკი მხოლოდ სახელით იცნობდა -
გოგი!
მას მთელი ნიუ-იორკი მხოლოდ სახელით იცნობდა - გოგი!
10:15 / 20.11.2018






ქუთაისში
ქუთაისში "ოცნებას" "ოცნების ქალაქი" უნდა აეშენებინა.
11:20 / 18.11.2018
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.