საზოგადოება
"პრიორიტეტული" ტურიზმის ინფრასტრუქტურული სახე (ფოტო)
რა დახვდება ქუთაისში ჩამოსულ ტურისტს? აეროპორტშივე ვერ იპოვის პირდაპირ ქალაქში მიმავალ ტრანსპორტს, ხოლო თუ როგორმე ქუთაისის ცენტრამდე მიაღწევს, ტურისტული მარშუტის დაგეგმვისას, ძველი რუკა თავგზას აუბნევს.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული გზამკვლევი არ მხოლოდ გახუნებულია, ტურისტული ადგილები მასზე არასწორად არის დატანილი. ამ ფონზე ტურიზმი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პრიორიტეტად არის გამოცხადებული. თუმცა, ეს მხოლოდ ქალაქში რამდენიმე ადგილას განთავსებულ საინფორმაციო ნიშნულში იკითხება.

გარდა ამისა, ქუთაისში ჩამოსული ტურისტი ვერც ონლაინ პორტალს მოიძიებს, სადაც ქალაქის შესახებ ინფორმაციას მიიღებს, მისთვის გასაგებ ენაზე მოსაუბრე გიდს აირჩევს ან ახალ ტურისტულ ადგილებს მოინახულებს.



თანამედროვე სამყაროში თანამედროვე ელექტრონული სერვისების მიწოდების გარეშე ტურიზმის განვითარება წარმოუდგენლად მიაჩნიათ ამ სფეროს წარმომადგენლებს. ქუთაისში მოქმედი ტურისტული კომპანიების თანამშრომლები ამბობენ, რომ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ინტერნეტში უნდა იძებნებოდეს.


"ვებ-პორტაალზე უნდა განთავსდეს ქუთაისში მოქმედი გიდების ფოტოები და მოკლე ინფორმაციები. ტურისტები თავად შეძლებენ პირდაპირ გიდების არჩევას და მათთან დაკავშირებას. ასევე, მნიშვნელოვანია ზაფხულის სეზონზე, რამდენიმე ადგილას ამოქმედდეს მობილური საინფორმაციო გიდები,რომლებიც ტურისტებს საინფორმაციო დახმარებას გაუწევენ," -გვიხსნის ტურისტული კომპანია, "თრეველ თუ ჯორჯიას"დამფუძნებელი, ლაშა ბერეკაშვილი.

ის, იმ აქტივებობზეც მიუთითებს, რაც უცხოელი ტურისტების მოზიდვის კუთხით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

"ეს არის ინფოტურების ორგანიზება მიზნობრივი ბაზრებიდან, ძირითადად კი ევროპის იმ ქვეყნებიდან, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაა. ამ ქვეყნებიდან პრეს და ტურ ოპერატორების მოწვევა, მათთვის ადგილზე ქალაქის და მისი ღირშესანიშნაობების გაცნობა აუცილებელია. კერძო სექტორი ვთავაზობთ თანამშრომლობას, მაგალითად, ტრანსპორტირების, ექსკურსიებისა და კვების ხარჯებს ავიღებდით ჩვენს თავზე".

ააიპ ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, რომ გიდების სერვისი მათი მიმართულება არ არის. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პაატა ლილუაშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ცენტრს კომერციული საქმიანობის წარმართვის უფლება არ აქვს და მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, ტურისტებს უფასოდ ბარგის შენახვა შესთავაზონ, მიასწავლონ, როგორ მივიდნენ ბაგრატის ტაძრამდე, ან სად გაათიონ ღამე შეღავათიან ფასებში.

გამოდის, რომ ტურისტმა ქუთაისის ღირშესანიშნაობების მონახულებას თავი დამოუკიდებლად უნდა გაართვას. ბოლო დაბრკოლება მას ისევ ქალაქის დატოვებისას შეხვდება. მას ტურიზმის ცენტრშიც კი ვერ ეტყვიან, რა მუნიციპალური ტრანსპორტით შეიძლება მივიდეს დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტამდე. ასეთი უბრალოდ არ არსებობს.

როგორც გაირკვა, ეს პრობლემა, შესაძლოა, კიდევ სამი თვე არ მოგვარდეს ანუ მანამდე, ვიდრე აეროპორტთან სარკინიგზო კვანძის მშენებლობა არ დასრულდება.
მანამდე კი ტურიზმი, გადაადგილებისა და სხვა სირთულეებით, ქუთაისის მერიის პრიორიტეტია.

"ქუთაისს ბევრი რამ აქვს, რომლის გაყიდვაც შეიძლება, თუმცა სჭირდება სწორად შეფუთვა. ამ მიზნით წელს დაგეგმილია სამი მსხვილი ინფრასტრუქურული პროექტი, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი მოძრაობს და ინტერესი დიდია," - განმარტავს ქალაქის ვიცე-მერი, ნინო თვალთვაძე.

სამიდან ერთი პროექტი მოქმედმა ხელისუფლებამ წინამორბედისგან მიიღო მემკვიდრეობით. საფეხმავლო ხიდის მშენებლობისთვის, რომელიც ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ქალაქის ცენტრალურ უბანთან დააკავშირებს, ფინანსების მოძიება წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც ქუთაისის მერია მიმდინარე წელს აპირებს, გაპონოვის ქუჩისა და თეთრი ხიდის რეაბილიტაციაა.
ის, რომ ქალაქში შემოსული ვიზიტორებისთვის თვალშისაცემია გადათხრილი გზები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი ხელისუფლებაში წყლის სისტემის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით ხსნიან.

"ყველაფერი ერთ დღეში ვერ მოწესრიგდება. რამდენიმე თვეა აქ ვართ და ჩანს, რომ რაც შესაძლებელია ყველაფერი კეთდება," - ამბობს ვიცე-მერი, ნინო თვალთვაძე. ის, ასევე აღნიშნავს, რომ ქალაქში ტურიზმის განვითარება ადგილობრივიხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია, რაშიც საზღვარგარეთ ქუთაისის პუპულარიზაციაა.
2017 წელს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რვა საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე მიიღეს მონაწილეობა.ეს ქვეყნები ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტურიზმის განყოფილებამ შეარჩია. საზღვარგარეთ გამოფენებში მონაწილეობაზე ჯამში ბიუჯეტიდან 80 342, 37ლარი დაიხარჯა. რომელ ქვეყნებში გაიმართა გამოფენა და რა თანხა დაიხარჯა თითოეულ მათგანზე, ნახეთ ინფოგრაფიკაში:




ინფოგრაფიკიდან ჩანს, რომ ქუთაისის მერიამ ყველაზე მეტი თანხა, ტოკიოში, ბერლინსა და მოსკოვში დახარჯა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით კი, ქუთაისში 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა.

2018 წელს მერიამ ქუთაისის პოპულარიზაციის საქმე მის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიანდო და ნახევარი მლიონით დააფინანსა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ თანხიდან საერთაშორისო ექსპოზიციებზე მონაწილეობისთვის, სავარაუდოდ, 120 000 ლარამდე დაიხარჯება - 110 400 ლარი 14 თანამშრომლის ხელფასზეა გათვალისწინებული, დანარჩენი კი სხვადასხვა ღონისძიებებს და მომსახურებას მოხმარდება.

ააიპ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გასული წლის აპრილში დაფუძნდა. მისი ხელმძღვანელი, პაატა ლილუაშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო ექსპოზიციებში მონაწილეობისთვის სამიზნე ქვეყნები წელს მერიისგან დამოუკიდებლად შეარჩიეს და ორი ფაქტორი გაითვალისწინეს. ერთი ტურიზმის ცენტრის გასული წლის სტატისტიკური მონაცემებია, მეორე კი ავიარეისები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ, გასული წლისგან განსხვავებით, წელს უცხოური ექსპოზიციების ჩამონათვალში მოსკოვი აღარ არის და მას ისრაელი ჩაანაცვლებს.

საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით გასულ წელს სულ 11 379 ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 2016 წლის მონაცემს დაახლოებით 33%-ით აღემატება. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქუთაისში ჩამსულ ტურისტს სხვადასხვა სახის დახმარება და ინფორმაცია სჭირდება, თუმცა ცენტრი მათ საჭიროებებს ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს.

რა პრობლემას წააწყდება ტურისტი ქალაქის დატოვებისას? მას ტურიზმის ცენტრშიც კი ვერ ეტყვიან, რა მუნიციპალური ტრანსპორტით შეიძლება მივიდეს დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტამდე. ასეთი უბრალოდ არ არსებობს. პრობლემა მხოლოდ სარკინიზო კვანძის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოგვარდება, სავარაუდოდ, სამ თვეში. მანამდე კი ტურიზმი, გადაადგილებისა და სხვა სირთულეებით, ქუთაისის მერიის "პრიორიტეტია".


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ქუთაისში, შარტავს ქუჩაზე ხანძარია.
14:45 / 17-06-2018
კოალიციის "განათლება ყველასათვის – საქართველო" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა,
17:53 / 15-06-2018
ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი,
11:38 / 14-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
18:52 / 13-06-2018
მსგავსი სიახლეები






რეზი, მაგდა და გიორგი ყაზბეგიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ.
21-ე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები საქართველოს ამ მთიან რეგიონში
პირველად იყვნენ.
რეზი, მაგდა და გიორგი ყაზბეგიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. 21-ე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები საქართველოს ამ მთიან რეგიონში პირველად იყვნენ.
11:03 / 16.06.2018






ქუთაისში, ქალაქის ცენტრში ორსართულიანი ეკლესიის მშენებლობა ჯერ არ
დასრულებულა, თუმცა, უკვე წინასწარაა ცნობილი ვინ უწინამძღვრებს
ტაძარს.
ქუთაისში, ქალაქის ცენტრში ორსართულიანი ეკლესიის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, უკვე წინასწარაა ცნობილი ვინ უწინამძღვრებს ტაძარს.
17:27 / 08.06.2018






გაყიდეს სახლი, ეზო და სხვა ყველა ნივთი წიგნების გარდა. დაივიწყეს
საავადმყოფოები, გადასახადები, გამორთეს ტელევიზორი და თავისუფალ
სივრცეში გადასახლდნენ - გეგმა დედამიწის წყლით შემოვლაა.
გაყიდეს სახლი, ეზო და სხვა ყველა ნივთი წიგნების გარდა. დაივიწყეს საავადმყოფოები, გადასახადები, გამორთეს ტელევიზორი და თავისუფალ სივრცეში გადასახლდნენ - გეგმა დედამიწის წყლით შემოვლაა.
10:37 / 29.05.2018






მარიამი ყოველ დილას მაგარძირიან ფეხსაცმელს იცვამს.

მარიამი ყოველ დილას მაგარძირიან ფეხსაცმელს იცვამს.

10:38 / 28.05.2018






საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა, იმის
მიუხედავად, რომ მან მხოლოდ 1028 დღე იარსება, საქართველოს
ისტორიისთვის უდიდესი მონაპოვარია.
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა, იმის მიუხედავად, რომ მან მხოლოდ 1028 დღე იარსება, საქართველოს ისტორიისთვის უდიდესი მონაპოვარია.
14:18 / 25.05.2018
რეიტინგული ამბები
"ეს არის დამოუკიდებლობა?" - აქციის პატარა მონაწილის ემოციური გამოსვლა (ვიდეო)
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ დილიდან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
15:30 / 01.06.2018
16 წლის რობი კაპანაძემ 6 წლის ბიჭის სოცოცხლე იხსნა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ექვსი წლის პაატა ღამბაშიძე მეათეკლასელმა რობი კაპანაძემ გამოიყვანა.
13:58 / 31.05.2018
ტყიბულის შახტში უსაფრთოხების ახალი სისტემა დამონტაჟდა (ფოტო)
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა.
13:55 / 12.06.2018
კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.