საზოგადოება
ნიუ-იორკში ინგლისურად აღარ ლაპარაკობენ
FaceBook
ნიუ-იორკის ყოველი მესამე მცხოვრები არ ლაპარაკობს ინგლისურად და ქალაქის ხელისუფლება თარჯიმნებს იწვევს სამუშაოდ, წერს La Stampa. რამდენიმე დღის წინ სკოტ ტრინგერმა რომელიც ქალაქის ფინანსებს აკონტროლებს ქალაქის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით გაზარდონ თარჯიმნების შტატი სასამართლოებში,იმიტომ რომ  ამის საჭიროება მაგალითად,  მაშინ ჩნდება, როდესაც საცხოვრებელი არენდის საკითხებს განიხილავენ. ნიუ იორკის სასამართლოებში მართლაც ვერაფერს გაიგებს თარჯიმნის გარეშე, რადგან დიდი ვაშლის მცხოვრებთა 40 პროცენტი საზღვარგარეთ არის დაბადებული და 49 პროცენტი სახლში არ ლაპარაკობს ინგლისურად.
"ოფიციაური სტატისტიკა გამაოგნებელია ქალაქში სულ 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რომელთაგან 37% საზღვარგარეთ დაიბადა. 1970 წელს ასეთი მხოლოდ 18% იყო. 40 წლის მანძილზე მათი რიცხვი ორჯერ გაიზარდა..იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სტატისტიკა 2010 წელს ეკუთვნის დაამათ რიცხვს არალეგალებიც უნდა დავამატოთ, ადვილი შესაძლებელია საზღვარგარეთ დაბადებული ნიუ-იორკელები ბევრად აჭარბებდნენ იმათ რიცხვს ვინც ამ ქალაქში დაიბადა, აღნიშნულია სტატიაში.
ყველაზე მეტი იმიგრანტი ნიუ იორკში დომინიკის რესპუკლიკადანაა, შემდეგ მოდიან ჩინელები, მექსიკელები, ეკვადორის, ჰაიტიტის,ტრინიდადის, ინდოეთისა და რუსეთის წარმომადგენლები. ამ კლასიფიკაციაში იტალია მე- 17 ადგილზეა,დიდი ბრიტანეთი მე- 19. ასეთი სიტუაცია ენაზეც აისახება.
ქალაქის ხელისუფლების ცნობით დაახლოებით 2 მილიონმა მცხოვრებმა საერთოდ არ იცის ინგლისური. მათგან 50, 4% ესპანურად ლაპარაკობს, 16,5% - ,ჩინურად, 6,3% - რუსულად. აღნიშნული სიტუაცია მოწმობს პოლიტკორექტულობის აუცილებლობაზე.:თუკი ყველა ამ განსხვავებულობის მატარებლებს, ხშირად ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ კულტურებს არ ასწავლიან შეურაცხყოფის და შეტაკებების თავიდან აცილებას. დიდი ვაშლი შეიძლება გადაიქცეს ბაბილონის უკონტროლო კედლად, აღნიშნულია სტატიაში.

La Stampa



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.