სამართალი
შსს ჭიათურაში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ჭიათურაში დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობლების განცხადებებს.
2018 წლის 27 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ გიგაურს და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ვეფხვია შეყილაძეს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდნენ შემოვლაზე, წინააღმდეგობა გაუწიეს 1989 წელს დაბადებულმა ლ. მ.-მ, 1987 წელს დაბადებულმა ზ. ნ.-მ, 1997 წელს დაბადებულმა დ. გ.-მ, 1989 წელს დაბადებულმა გ. გ.-მ, 1974 წელს დაბადებულმა ბ. კ.-მ, 1978 წელს დაბადებულმა პ. კ.-მ და წარსულში არაერთგზის, მათ შორის მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა, 1988 წელს დაბადებულმა თ. გ.-მ, რომელმაც ხელის დარტყმით სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ გიგაურს.

დანაშაულში მხილებული თ. გ. შემთხვევის ადგილზევე იქნა დაკავებული სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც შეეხება, მის თანხმლებ პირებს, ისინი სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და მათ სახდელის სახით 100-დან 300 ლარამდე ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

თ.გ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის, დაზარალებულთა დაზიანებული ტანსაცმლისა და სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულ მიხეილ გიგაურისა და იური ლომიძის, ასევე საქმეზე დაკითხული სხვა 11 მოწმის გამოკითხვებით, ადმინისტრაციულად დაკავებული დ.გ.-ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და მის მიერ წარმოდგენილი ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, ასევე დაზარალებულ მიხეილ გიგაურის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მოსამართლემ თ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

2018 წლის 4 ივნისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობა დაიწყეს თ. გ.-ს ახლობლებმა, რომლებიც სამართალდამცველებს თ.გ.-ს და მისი თანმხლები პირების დაკავების დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ბრალდებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ასევე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას.

თუ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
ამ ეტაპზე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით თ.გ.-ს ბრალეულობა დასტურდება. მის ბრალეულობაზე უკვე იმსჯელა სასამართლომაც პირველი წარდგენის სხდომაზე და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ბრალდებულის მიმართ შეკრებილი მტკიცებულებების საკმარისობას წინასასამართლო სხდომაზე და შემდგომ უკვე არსებითი განხილვის სხდომაზე შეაფასებს.

ბრალდებულის ახლობლების მოთხოვნები მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და პროტესტის გამოხატვის ფორმა მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულის მიმართ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები.


ამავე თემაზე:

ჭიათურაში მოშიმშილეებმა პირი ამოიკერეს

"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ

შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის გადადგომაა

შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც იგვიანებს
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ქუთაისში, შარტავს ქუჩაზე ხანძარია.
14:45 / 17-06-2018
კოალიციის "განათლება ყველასათვის – საქართველო" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა,
17:53 / 15-06-2018
ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი,
11:38 / 14-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
18:52 / 13-06-2018
მსგავსი სიახლეები






შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
10:33 / 12.06.2018






ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლერი თედორაძის
გადაწყვეტილებით, წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში ყოფილი კლასელის, 17 წლის
თორნიკე ბაღაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს,  14 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლერი თედორაძის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში ყოფილი კლასელის, 17 წლის თორნიკე ბაღაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს,  14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
11:11 / 23.05.2018






ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში ყოფილი
კლასელის მკვლელობაში ბრალდებული დაიკითხა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში ყოფილი კლასელის მკვლელობაში ბრალდებული დაიკითხა.
12:26 / 15.05.2018






ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომლის
პროცესი გაიმართა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომლის პროცესი გაიმართა.
16:13 / 14.05.2018
"ეს არის შეკვეთილი საქმე", - ამ სიტყვებით დაიწყო შესავალი სიტყვა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა  ირაკლი მერკვილაძემ. 
13:08 / 11.05.2018
რეიტინგული ამბები
"ეს არის დამოუკიდებლობა?" - აქციის პატარა მონაწილის ემოციური გამოსვლა (ვიდეო)
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ დილიდან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
15:30 / 01.06.2018
16 წლის რობი კაპანაძემ 6 წლის ბიჭის სოცოცხლე იხსნა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ექვსი წლის პაატა ღამბაშიძე მეათეკლასელმა რობი კაპანაძემ გამოიყვანა.
13:58 / 31.05.2018
ტყიბულის შახტში უსაფრთოხების ახალი სისტემა დამონტაჟდა (ფოტო)
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა.
13:55 / 12.06.2018
კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.