სამართალი
„განაჩენი დაუსაბუთებელია“ - ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარი ექიმის საქმე სააპელაციო სასამართლში გასაჩივრდება.
დაცვის მხარეს, 22 წლის ვიოლეტა მატინოვას გარდაცვალების საქმეზე, რომელსაც ირაკლი მერკვილაძემ 5 წლის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარა, სასამართლოს განაჩენი უკვე ჩაბარდა. დაკავებულის ადვოკატის, ალექსანდრე თათელიშვილის თქმით, განაჩენი არ არის დასაბუთებული და მოსამართლის გადაწყვეტილება არც ერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა.

"სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მთლიანად დაეყრდნო პროკურატურას. განაჩენში არ არის არც ერთი მკაფიო მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა. საქმეზე დაცვის მხარის სამი კერძო და ლევან სამხარაულის ექსპერტიზა ჩატარდა. სამხარაულის ექსპერტიზაც კი ვერ ამბობს ცალსახად, რომ ირაკლი მერკვილაძის ბრალია ვიოლეტა მატინოვას გარდაცვალება",  -ამბობს ალექსანდრე თათელიშვილი.

მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში არ გარდაცვლილა. ოპერაციის შემდეგ იგი სახლში გაეწერა, რამდენიმე დღეში კი ჩივილებით კვლავ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხა. ადვოკატის თქმით, ირაკლი მერკვილაძემ მატინოვას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარა, რის შემდეგაც პაციენტმა კლინიკაში დარჩენაზე უარი თქვა.

დავის მხარის მტკიცებით, მატინოვამ თავად დატოვა კლინიკა, პროკურატურა კი მიიჩნევს, რომ ირაკლი მერკვილაძეს პაციენტი იმ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებიდან არ უნდა გაეშვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე დღეში გაასაჩივრებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ახალი მეორე სამშობიაროს მთავარი ექიმი, 26 იანვარს, სასამართლო დარბაზში დააკავა. მას 22 წლის ვიოლეტა მატინოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება ბრალად. ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.


ამავე თემაზე:


ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
წყალტუბოს სამუსიკო სკოლა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტს გამართავს.
14:29 / 21-05-2018
ქუთაისის მერია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების შესახებ "ევროპული საქართველოს" კვლევას ეხმაურება.
13:52 / 21-05-2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
13:14 / 21-05-2018
ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად მუშა დაშავდა. შემთხვევა 20 მაისს მოხდა.
13:14 / 21-05-2018
მსგავსი სიახლეები






ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში ყოფილი
კლასელის მკვლელობაში ბრალდებული დაიკითხა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში ყოფილი კლასელის მკვლელობაში ბრალდებული დაიკითხა.
12:26 / 15.05.2018






ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომლის
პროცესი გაიმართა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომლის პროცესი გაიმართა.
16:13 / 14.05.2018
"ეს არის შეკვეთილი საქმე", - ამ სიტყვებით დაიწყო შესავალი სიტყვა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა  ირაკლი მერკვილაძემ. 
13:08 / 11.05.2018






შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დანაშაულის
დაფარვის სანქციების გამკაცრების შესახებ პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დანაშაულის დაფარვის სანქციების გამკაცრების შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
10:00 / 25.04.2018






წყალტუბოში, ყოფილი კლასელის მკვლელობაში ბრალდებული ი. ტ. აღირებს,
რომ მობილური ტელეფონი, რის გამოც მასსა და გარდაცვლილს შორის
კონფლიქტი მოხდა, თავად მოიპარა.
წყალტუბოში, ყოფილი კლასელის მკვლელობაში ბრალდებული ი. ტ. აღირებს, რომ მობილური ტელეფონი, რის გამოც მასსა და გარდაცვლილს შორის კონფლიქტი მოხდა, თავად მოიპარა.
14:11 / 24.04.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.