პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისის ოპერის თეატრმა ყრილობის ჩატარებაზე უარი უთხრა
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელობამ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ყრილობის ჩასატარებლად ფართის დათმობაზე უარი უთხრა.
პარტიის ყრილობაზე უნდა მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევა.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატი, ბესიკ ბრეგაძე, ქუთაისისპოსტთან საუბარში ამბობს, რომ შეკრების ადგილთან დაკავშირებული პრობლემის გამო, უცნობია თუ როდის ჩატარდება ყრილობა.

"თებერვლის ბოლოს ვგეგმავთ, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით. ადგილთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა. ოპერის თეატრმა უარი გვითხრა, თუმცა რა მიზეზით ვერ გეტყვით", –ამბობს ბესიკ ბრეგაძე.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ირინა ლომინაძე ირწმუნება, რომ მას "ნაციონალური მოძრაობისთვის" უარი პოლიტიკური მოტივით არ უთქვამს.

"არც ერთი პარტიისთვის არ დამითმია თეატრი, მათ შორის არც საარჩევნო პერიოდში. რადგან, მიმაჩნია, რომ აქ, ამ კედლებში უნდა ისმოდეს მხოლოდ ოპერა და კარგი მუსიკა. პოლიტიკური დებატების ადგილი კი ოპერის თეატრში არ არის", – ამბობს ირინა ლომინაძე.

რაც შეეხება, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის კანდიდატურებს, რომელიც ყრილობაზე პრაიმერის
ან არჩევნების წესით უნდა მოხდეს, ბრეგაძე ამბობს, რომ ერთი--ერთი კანდიდატი თავად იქნება.


"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე რეგისტრაცია კანდიდატებმა ყრილობამდე ერთი კვირით ადრე უნდა გაიარონ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.