კვირის თემა
პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს. 
სრულად
18:37 / 07.12.2018
მათ ჭრელი თავსახვევით და დიდი ჩანთებით იცნობთ.
სრულად
00:39 / 01.12.2018

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
პოლიტიკა
თეთრი ხიდის არაჩვეულებრივი ტრადიცია – როგორ "ინათლებოდნენ" ქუთაისელად (ვიდეო)
თეთრი ხიდი ქუთაისის სიმბოლოდ ითვლება. თუმცა სანამ სიმბოლო გახდებოდა, უფრო სასარგებლო და მიმზიდველი ფუნქცია ქონდა. 

ხიდმა განსაკუთრებულობა მეოცე საუკუნის შუა ხანებში შეიძინა, როდესაც იგი ქუთაისელების მთავარი  და საყვარელი თავშეყრის ადგილად იქცა.

აქ იკრიბებოდა მთელი ქალაქი - როგორც ახალგაზრდები და ხანდაზმული, დარბაისელი ქუთაისელები, ონავრები და ჯიბგირები, ისე პოეტები და სპორტსმენები. 

იგი იყო მთავარი მოვლენების ცენტრი და სხვადასხვა ტრადიციების დამამკვიდრებელი.

თეთრი ხიდიდან ერთხელ მაინც ყველა "ნამდვილი" ქუთაისელი გადამხტარა.

ქუდებსაც მარტო "პიკასოს ბიჭი" არ იტაცებდა. ეს საქმიანობა ქალაქელი ბიჭ-ბუჭების მთავარი გასართობი გახლდათ:



ქუთაისელი მამაკაცებისთვის თეთრი ხიდის მშვიდობიანად დატოვება მარტივი საქმე არ იყო. ყურადღებით უნდა ყოფილიყო, ან ქუდს მოსტაცებდა ვინმე ონავარი ან ჯიბეს ამოუსუფთავებდა რომელიმე ხელმრუდი. თუმცა, ხიდზე ყურადღებით გავლა მაინც რთული იყო,  რადგან ყველას თვალი თეთრი ხიდიდან და ე.წ. აბანოს თავიდან მხტომელებისკენ ჰქონდა. 

მდინარე მაშინ წყალუხვი გახლდათ, რადგან რიონჰესი ჯერ არ იყო აშენებული. თუმცა აბანოს თავიდან გადმოხტომა მაინც საშიში იყო. მხტომელი კარგად ვერ ხედავდა სად ხტებოდა, ეს კი დიდ სიმამაცეს ითხოვდა. "ასი ბიჭიდან ათი თუ გაბედავდა", - ყვება ქუთაისელი მიხეილ ხაჩიძე.

მიუხედავად ამისა, „ქუთაისელად“ ნათლობა ასობით ახალგაზრდამ მიიღო.

როგორც ხანდაზმული ქუთაისელები ყვებიან, საშიში ადგილიდან რიონში გადახტომის დროს, არც ერთი უბედური შემთხვევა არ მომხდარა. რიონი შემწყნარე აღმოჩნდა მამაცების მიმართ.

თეთრ ხიდს ბევრმა სახელოვანმა ადამიანმა დააჩინა თავისი კვალი, დატოვა ტრადიციები და ლეგენდები.

ერთ-ერთი ქალაქური ლეგენდის თანახმად, ცნობილი ქუთაისელი მოჭიდავე კოლია ქვარიანი ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ თავის მოწაფეებს შეისვამდა მხრებზე და ისე გადაცურავდა თეთრის ხიდის მიმდებარედ რიონის რაღაც მონაკვეთს. მისი სახელობის იყო ის ადგილი მდინარეში, სადაც ყველაზე სწრაფია რიონი. როგორც ქუთაისის სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე ყვება, კოლია ქვარიანი მდინარის იმ რთულ მონაკვეთში ცურავდა, დინების საპირისპიროდ. ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახაობა იყო,  რომ რიონის ჩქერებს კოლია ქვარიანის სახელი შეარქვეს.

თეთრ ხიდთან უპოვია რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს მსახიობი გიორგი შავგულიძე.

ხიდის ახლო-მახლოს, რიონში ვარჯიშობდა ქუთაისელ წყალბურთელთა გუნდი. რადგან იმ, ერთდროულად ნათელსა და ბნელ დროებაში სხვა სავარჯიშო ადგილი არ ჰქონდათ.

მოკლედ თეთრ ხიდს, ერთ დროს სხვა ფუნქცია ქონდა. იგი  ქალაქელების საკუთრება, მშობლიური და თბილი ადგილი იყო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
"ქუთაისი 2010" სუპერთასის მფლობელია.
20:40 / 12-12-2018
2019 წლის 1 იანვრიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 200 ლარით გაიზრდება.
20:00 / 12-12-2018
რა მოლოდინები აქვთ ახალგაზრდებს, როგორია მათი თვალით დანახული საახალწლოდ მორთული ქუთაისი.
17:47 / 11-12-2018
ბაღდათში, სოფელი როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
00:26 / 11-12-2018
მსგავსი სიახლეები






12 დეკემბერს 11:30 საათზე პრესკლუბ
12 დეკემბერს 11:30 საათზე პრესკლუბ "მედიარუმში:
10:26 / 12.12.2018






რა მოლოდინები აქვთ ახალგაზრდებს, როგორია მათი თვალით დანახული
საახალწლოდ მორთული ქუთაისი.
რა მოლოდინები აქვთ ახალგაზრდებს, როგორია მათი თვალით დანახული საახალწლოდ მორთული ქუთაისი.
17:47 / 11.12.2018






როგორია ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურა და რას სურთ ახალგაზრდებს
ნახეთ  – გადაცემა
როგორია ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურა და რას სურთ ახალგაზრდებს ნახეთ  – გადაცემა "ვირჩევთ დემოკრატია".   
16:14 / 10.12.2018






9 დეკემბერს 18:00 საათზე პრესკლუბ
9 დეკემბერს 18:00 საათზე პრესკლუბ "მედიარუმში: ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის ბრიფინგი.
16:44 / 09.12.2018






როგორია სხვადასხვა პროფესიიდან დანახული ევროპული გზა? - ამ კითხვაზე
პასუხებს
როგორია სხვადასხვა პროფესიიდან დანახული ევროპული გზა? - ამ კითხვაზე პასუხებს "ქუთაისიპოსტის" მიერ მომზადებულ ვიდეობლოგებში იპოვით.
13:23 / 09.12.2018
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.