პოლიტიკა
ახალი დეტალები ზესტაფონის მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე
ზესტაფონის მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ახალ დეტალები ხდება ცნობილი.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ზესტაფონის მერის მოადგილემ თანამდებობა იმერეთის გუბერნიის პირველი პირების მოთხოვნის საფუძველზე დატოვა.
ბესიკ ლეონიძეს, რომელიც თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე, 7 ნოემბერს, შვებულებაში გავიდა, იმავე დღესვე დაურეკეს და პოსტიდან წასვლა მოსთხოვეს.

თუმცა, ჯერ "სამსახურებრივი საჭიროების მიზეზით" გამოიძახეს, რომლის შემდეგაც მან გადაგომაზე განცხადება დაწერა.

"გთხოვთ, გამანთავისფლოთ დაკავებული თანამდებობიდან" , – წერია ყოფილი მოადგილის მიერ დაწერილ განცხადებაში.

"სამუშაოდან გამიმდინარე საჭირო გახდა მისი გამოძახება, რის შემდეგაც მან წასვლაზე განცხადებით მოგვმართა, რომელიც დავაკმაყოფილეთ. თუ რატომ დაწერა განცხადება, ეს თავად მას უნდა კითხოთ", – ამბობს ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე.
თავად ბესიკ ლეონიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გუბერნიაში კი კომენტარს არ აკეთებენ.

ბესიკ ლეონიძის შემცვლელად, თანამდებობის დატოვების პარალელურად, ზესტაფონის ყოფილი გამგებელი და ფეროშენადნობთა ქარხნის თანმაშრომელი ელგუჯა კვეტენაძე დაინიშნა. რომელმაც ამის თაობაზე ინფორმაცია დანიშვნამდე ნახევარი საათით ადრე გაიგო.

მერის ახალი მოადგილე პირველ სამუშაო დღეს კაბინეტში არ დაგვხვდა. თუ ვისგან მიიღო მან თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება, სატელეფონო საუბარში თავდაპირველად აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ვუთხარით, რომ მერის პირველ მოადგილედ უკვე დანიშნული იყო, გვითხრა: "დაკავებული ვარ, ახლა ქუთაისში ცნობებზე ვარ ჩამოსული".

გაგრძელდება თუ არა ცვლილებები ზესტაფონის მერიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, შესაძლოა თანამდებობა ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემაც დატოვოს.

ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ეკა დუგლაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. მისი თქმით, ქალაქის მერის წინააღმდეგ მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც მერის მისაღებში მოშიმშილეები მის გადადგომას ითხოვდნენ.

"ყველამ იცის ვის აწყობს კახა მახათაძის წასვლა. თუმცა, ამ ეტაპზე სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ", – აღნიშნავს დუგლაძე.

ერთ–ერთი ვერსიით, მერის თანამდებობიდან შესაძლო წასვლა, კახა მახათაძესა და ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატს შალვა კიკნაველიძეს შორის არსებულ ფარულ დაპირისპირებას უკავშირდება. შალვა კიკნაველიძე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში "ოცნების" ზესტაფონის შტაბს ხელმძღვანელობდა. არსებული ინფორმაციით სწორედ, მათ შორის დაპირისპირების გამო, კიკნაველიძემ კახა მახათაძე საარჩევნო კამპანიაში არ ჩართო.

"კახა მახათაძე არ ყოფილა ჩართული პირველ ტურში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახმარებლად ადმინისტრაციული რესურსი არ იყო გამოყენებული", – ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი ზესტაფონში, გიგა გურული.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ–ერთი მთვარი ბრალდება, რის გამოც კახა მახათაძე მმართველი გუნდის მიერ არის "დაწუნებული" გახლავთ ის, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის (ზესტაფონი – გრიგოლ ვაშაძე–38.57%, სალომე ზურაბიშვილი –35.52%) გამარჯვება იზეიმა.

არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად კახა მახათაძესთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა, ის არც ადგილზე იმყოფებოდა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 18 სექტემბერს მიმდინარეობდა. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. პროცესებს მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი გაბრიჭიძე ხელმძღვანელობდა.

მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებენ.

კახა მახათაძე ბიზნესსაქმიანობას 2011 წლიდან ახორციელებს. მას სხვადასხვა დროს ათზე მეტ კომპანიაში უფიქსირდება წილი.

ის ზესტაფონის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად "ქართული ოცნების" კვოტით აირჩიეს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე 16:30 საათზე, მერიის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
16:04 / 16-11-2018
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ჰოსპიტალი  გაიხსნა. სამედიცონო ცენტრი ჯარისკაცებთან ერთად მათი ოჯახის წევრებსაც მოემსახურება. 
13:10 / 15-11-2018
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას წარმომადგენლები"  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქალაქის ყოფილი მერის შოთა მურღულიას ჩართვას ეხმიანებიან.
10:00 / 15-11-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობები, 
19:58 / 14-11-2018
მსგავსი სიახლეები






არასამთავრობო ორგანიზაცია
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას წარმომადგენლები"  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქალაქის ყოფილი მერის შოთა მურღულიას ჩართვას ეხმიანებიან.
10:00 / 15.11.2018






,,არა მიშას არა ნაცებს,
,,არა მიშას არა ნაცებს," - ამ სლოგანებით ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის ოფისები გაიხსნა.
17:09 / 12.11.2018
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიგა შუშანია "თეთრი ხიდის" უსაფრთხოებასა და დახარჯული თანხების არამიზნობრიობაზე საუბრობს.
11:10 / 06.11.2018






ქუთაისის 41–ე საარჩევნო უბანზე ხმების დასათვლელად კომისიის წევრების
არჩევას დაპირისპირება მოჰყვა.
ქუთაისის 41–ე საარჩევნო უბანზე ხმების დასათვლელად კომისიის წევრების არჩევას დაპირისპირება მოჰყვა.
21:43 / 28.10.2018






ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ გადაცემა
ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ გადაცემა "თავისუფალ ტრიბუნას", სადაც თანაბარი დრო ეთმობა არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელთაც წარმომადგენლობა ჰყავთ იმერეთში.
15:55 / 24.10.2018
კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.