კულტურა
„უპრობლემო" თეატრალური ფესტივალი მღელვარე რეალობაში
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი -2018" ქვეყანაში მიმდინარე მღელვარე მოვლენების ფონზე გაიმართა.

მიტინგები და საპროტესტო აქციები, უსამართლო სისტემის მიერ დაჩაგრული ადამიანები, პრობლემები სკოლაში, ძალადობა მოზარდებში, უსამართლობა პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში, გამოუძიებელი მკვლელობები, ხელისუფლების სიყრუე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ფაშიზმი და ჰომოფობია, მეშახტეების სიკვდილი, გაფიცული მემანქანეები, სიღარიბე და გაჭირვება.

სამაგიეროდ, თეატრალურ ფესტივალზე სუფევდა მშვიდობა და უდრტვინველობა, ნაკლები მგრძნობელობა და შემხებლობა გარესამყაროსთან. შეიძლება იმიტომ, რომ, როგორც ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, ფესტივალისთვის ბევრს ლოცულობდნენ მეუფეები და მამაოები. ფესტივალის დახურვის დღესაც დარიგდა ბევრი ხატი და კანდელი. ამიტომ, ორგანიზატორები და მონაწილეები მიწიერმა საკითხებმა ნაკლებად შეაწუხეს.

ფესტივალზე წარმოადგინეს კლასიკოსების, ნახევრად კლასიკოსების, არც ისე კლასიკოსების პიესები.

აჩვენეს სპექტაკლები, რომლებიც ძირითადად განყენებულ, მარადიულ საკითხებს შეეხო, წამოსწიეს მსუბუქი თემები - "ხალხი პრობლემებზე საუბრით დაიღალას" მძლეთამძლე მოტივით. ფესტივალმა ნაკლებად შეიმჩნია გარესამყარო და მისი პრობლემები. ნაკლებად გამოეხმაურა სპექტაკლებით, დრამატურგიის შერჩევით, ან კლასიკურ დრამტურგიაში სხვაგვარი აქცენტებით.

მართალია ფესტივალში სახალხო თეატრები მონაწილეობდნენ, მათ ალბათ განსაკუთრებულ პრეტენზიას ვერ წაუყენებ, რადგან ეს სტატუსი შეიძლება ათავისუფლებდეს საკითხიდან - დადგმას "როგორ" განახორციელებ, მაგრამ არ ათავისუფლებს საკითხიდან -"რას "აჩვენებ, "რაზე" გაამახვილებ ყურადღებას, "რის" თქმას შეეცდები.

აქტუალური, როგორც ჩანს, ცუდი სიტყვაა და მას ნაკლებად მიმართავენ ფესტივალზე. პრობლემატურობა, მტკივნეულობა კი - დამღლელი. შეიძლება იმიტომ რომ რეალობა სავსეა ამ ტკივილებით და თეატრმა ამაზე ცოტა უნდა ილაპარაკოს, მაყურებელს დაავიწყოს და უკანა პლანზე გადაწიოს ყოფითი დრამები და ტრაგედიები, ის რაც 21-ე საუკუნის ადამიანებს აწუხებთ და მოძებნოს მხოლოდ პოზიტივი.

არც ესაა შეიძლება ცუდი განზრახვა, უბრალოდ, მხოლოდ პოზიტივის ძიება არაა თეატრის საქმე, მითუმეტეს საქართველოში.

არადა მრავალგზის გაგვიგონია, რომ თეატრი ტრიბუნაა, სინდისია, მესამე თვალია, უფრო ზუსტად ინსტრუმენტია, რომელმაც მაყურებლის, ხელისუფლების, საზოგადოების, ეკლესიის და სასულიერო პირების სინდისზე უნდა იმოქმედოს. გარდა ესთეტიკური ტკბობისა, მიძინებული გამოუღვიძოს, მიჩქმალული გამოუჩინოს და გადამალული გამოუტანოს დღის სინათლეზე.

თუმცა აღნიშნულ ფესტივალზე, სინდისი, რომელზეც ასე აპელირებდა საქართველოს თეატრალური კავშირის თავმჯდომარე, პრაქტიკულად უსაქმოდ იყო, სიმართლის თქმით, ან მცდელობით, მაყურებლის პროვოცირებით, მავანის სინდისს არც ერთი სპექტაკლი არ შეეხო და არც ერთმა დადგმამ არ ააფორიაქა. დატოვა ნეტარ კმაყოფილებაში.
მოკლედ თეატრალურ ფესტივალზე არავის აწყენინეს, არავინ ააფორიაქეს, პრობლემები თეატრის გარე სივრცეს მიანდეს და დღესასწაული აჩვენეს, უმეტესად - გულუბრყვილოდ დადგმული დღესასწაული.

თუმცა მაინც არასწორად ვთქვი, ფესტივალზე იყო ერთი სპექტაკლი "სამუშაო მოხუცი ჯამბაზისთვის"(რეჟისორი მამუკა ცერცვაძე), რომელმაც მეტაფორა შემოგვთავაზა - იგი სწორედ ამ ფესტივალს აღწერს. სპექტაკლის გმირები უფანჯრო შენობაში არიან გამოკეტილი, გარეთ ცხოვრება მიდის და ისინი ვერ ხედავენ, რჩებიან ამ ჩაკეტილობაში, ბოლოს ერთი მათგანი კვდება კიდეც.

თეატრი სარკმელია, რომელმაც  „გარეთ“ უნდა გაგახედოს და რაიმე მნიშვნელოვანი დაგანახოს და იგი შეიძლება მოკვდეს ამ როლზე უარს თუ იტყვის.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ქუთაისში, შარტავს ქუჩაზე ხანძარია.
14:45 / 17-06-2018
კოალიციის "განათლება ყველასათვის – საქართველო" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული დასახელდა,
17:53 / 15-06-2018
ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი,
11:38 / 14-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
18:52 / 13-06-2018
მსგავსი სიახლეები






მესხიშვილის თეატრში სეზონი არ დასრულებულა. თუმცა დასრულდა
პრემიერებისა და სიახლეების პერიოდი.
მესხიშვილის თეატრში სეზონი არ დასრულებულა. თუმცა დასრულდა პრემიერებისა და სიახლეების პერიოდი.
10:13 / 15.06.2018






ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში  თეატრალური ფესტივალი
„თეატრალური იმერეთი 2018“ დასრულდა.
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში  თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2018“ დასრულდა.
11:22 / 08.06.2018






საგამოფენო დარბაზში
საგამოფენო დარბაზში "ვარლა" მხატვარ თორნიკე სანოძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
14:07 / 07.06.2018






მესხიშვილის თეატრში ფესტივალის თეატრალური
მესხიშვილის თეატრში ფესტივალის თეატრალური "იმერეთი 2018"  ბოლო სპექტაკლი გაიმართება.
12:45 / 07.06.2018






თეატრალურ ფესტივალზე თერჯოლის თეატრი წარსდგება.
თეატრალურ ფესტივალზე თერჯოლის თეატრი წარსდგება.
11:21 / 06.06.2018
რეიტინგული ამბები
"ეს არის დამოუკიდებლობა?" - აქციის პატარა მონაწილის ემოციური გამოსვლა (ვიდეო)
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ დილიდან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
15:30 / 01.06.2018
16 წლის რობი კაპანაძემ 6 წლის ბიჭის სოცოცხლე იხსნა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ექვსი წლის პაატა ღამბაშიძე მეათეკლასელმა რობი კაპანაძემ გამოიყვანა.
13:58 / 31.05.2018
ტყიბულის შახტში უსაფრთოხების ახალი სისტემა დამონტაჟდა (ფოტო)
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში ექსპლოატაციაში უსასფრთხოების ახალი სისტემა დაინერგა.
13:55 / 12.06.2018
კალენდარი
«« ივნისი 2018 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.