კულტურა
ქუთაისში თვის ბესთსელერი წიგნები
დავით ტურაშვილის "ტყეების მეფე" და გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ ის ქართული ტექსტებია, რომლებიც გაყიდვების მიხედვით, ნოემბრის თვის ბესტსელერ (ყველაზე გაყიდვად) წიგნებში მოხვდნენ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ქუთაისის ფილიალში.

"ბიბლუსში" აცხადებენ, რომ  „სამოსელი პირველი“ წლებია მყიდველის მხრიდან ყველაზე მოთხოვნად ტექსტად რჩება. „ტყეების მეფე“ კი, რვა თვეა მაღაზიის ბესტსელერების თაროდან არ ჩამოდის. 

ქართველი ავტორებიდან პოპულარულ წიგნებს შორის არის ალეკო შუღლაძის რომანი „გადამალვაც“. ალეკო შუღლაძის ამ რომანს წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიანიჭეს.

„ბესტსელერი წიგნების“ თაროდან არ ჩამოდის ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".

"არ მიკვირს რომ "ჰარი პოტერი" ასეთი პოპულარულია დღემდე. აქვს ამ წიგნს განსაკუთრებული მაგია. მე 30 წლის ვარ, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე მთელი "პოტერიადა", - ამბობს ნინო რაზმაძე.

"ბიბლუსის" მაღაზიის ბესთსელერების თაროს სულ რამდენიმე თვეა რაც შეემატა კაძუო იშიგუროს "არასოდეს გამიშვა". წიგნის მიმართ ამ განსაკუთრებული ინტერესის გაჩენას ავტორის ნობელიანტობას უკავშირებენ.

ამ წიგნებთან ერთად ნოემბრის თვის პოპულარულ ტექსტებად რჩება ძველი და ახალი ავტორების წიგნები: რ.ჯ.პალაციოს "საოცრება", ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას", რემარკის "ტრიუმფალური თაღი", სტივენსონის "განძის კუნძული", ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი", ტოლკინის "ჰურინის შვილები", უმბერტო ეკოს "ფუკოს ქანქარა", ჯეფ კინსი "წრიპა ბიჭის დღიური".

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
ქუთაისის "ტორპედომ" ტერასპოლში, ადგილობრივ "შერიფთან" საპასუხო მატჩი წაგებით დაასრულა.
23:16 / 18-07-2018
ქუთაისში, ახაგაზრდობის ქუჩაზე ყოფილი რესტორნის სახურავზე თხები ავიდნენ.
16:48 / 18-07-2018
ტყიბულის შახტშტი 16 ივლისს დაშავებული ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებულნი.
12:24 / 18-07-2018
ჭიათურაში, რესტორანში მომხდარ დაპირისპირებაში, ძალადობაში ბრალდებულის მხარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე მომხდარი ინციდენტის კადრებს ასაჯაროებს.
11:52 / 18-07-2018
მსგავსი სიახლეები






ქუთაისის მერიის დაფინანსებით 2016-2018 წლებში 23 წიგნი გამოიცა.
როგორც მხატვრული ისე სამეცნიერო ლიტერატურა.
ქუთაისის მერიის დაფინანსებით 2016-2018 წლებში 23 წიგნი გამოიცა. როგორც მხატვრული ისე სამეცნიერო ლიტერატურა.
10:45 / 14.07.2018






ზაფხულის ცხელ დღეებში ქუთაისის მერია ქუთაისელებს და ქალაქის
სტუმრებს
ზაფხულის ცხელ დღეებში ქუთაისის მერია ქუთაისელებს და ქალაქის სტუმრებს "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში ღონისძიებების ციკლს თავაზობს.
12:48 / 10.07.2018






ქუთაისის მესხიშვილის თეატრსა და დმანისის ზინა კვერენჩხილაძის
სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრებს შორის მემორანდუმი
გაფორმდა.
ქუთაისის მესხიშვილის თეატრსა და დმანისის ზინა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
10:00 / 07.07.2018






ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიცირების პრობლემა, საგამოცდო ცენტრების
გარდა, ქუთაისის სახელმწიფო თეატრებსაც უდგათ.
ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიცირების პრობლემა, საგამოცდო ცენტრების გარდა, ქუთაისის სახელმწიფო თეატრებსაც უდგათ.
11:10 / 05.07.2018






ჩვენ არა ვართ ბატონ-პატრონები საკუთარ სახლში, ამბობდა ზიგმუნდ
ფროიდი.
ჩვენ არა ვართ ბატონ-პატრონები საკუთარ სახლში, ამბობდა ზიგმუნდ ფროიდი.
12:05 / 29.06.2018
კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.