ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციური (მოსახლეობის) კვლევა დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ინდივიდი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოუწოდებს თანამოქალაქეებს დაეხმარონ და ხელი შეუწყონ მათ წარმომადგენლებს სწორი მონაცემების შეგროვებაში.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან ერთად ახორციელებს საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციურ (მოსახლეობის) კვლევას, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
მათი განმარტებით, კვლევის მიზანია საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების შესწავლა, რისკის ფაქტორების გამოვლენა და მოსახლეობის ცოდნის დონის შეფასება. აღნიშნულის განსახორციელებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ინდივიდი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე.
ცენტრის ინფორმაციით, კვლევის განსახორციელებლად CDC-ის და NCDC-ის მიერ სპეციალურად გადამზადდა 20 ინეტრვიუერი და 20 ფლებოტომისტი. ისინი საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისში შეაგროვებენ მონაცემებს და სისხლის ნიმუშებს შერჩეული ინდივიდებისგან. ინფორმაციის შესაგროვებლად გამოყენებული იქნება სპეციალური კითხვარი, რომლის განხილვა და დამტკიცებაც მოხდა ემორის უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოეთიკის კომისიების მიერ.
11 მაისს კვლევა თბილისში დაიწყო და 19 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო შემდეგ ჯგუფები გავლენ რეგიონებში და იმუშავებენ 12 აგვისტოს ჩათვლით.
"მიმდინარე კვლევა იქნება C და B ჰეპატიტის გავრცელების პირველი ეროვნული კვლევა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც მივიღებთ ახალ, ზუსტ მონაცემებს როგორც C ჰეპატიტის ისე მისი გენოტიპების გავრცელების შესახებ ეროვნულ დონეზე. ამ ეტაპისთვის უკვე დაახლოებით ოთხასმა პიროვნებამ მიიღო მასში მონაწილეობა და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ამ კვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ფაზის დაწყებისთვის და ყველა ადამიანს, თავისი მონაწილეობით, წვლილი შეაქვს ამ დიდი პროცესის წარმატებულად განხორციელებაში. ამასთანავე, განსაკუთრებულად ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს - ექიმებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რადგან მათი მხრიდან პირველ დღეებში ყველაზე მაღალი იყო რეზისტენტობა კვლევაში მონაწილეობაზე", - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, კვლევის წარმატებით განსახორციელებლად ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოტივაცია და ჩართულობა.
"ამიტომ მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს დაეხმარონ ჩვენს წარმომადგენლებს სწორი მონაცემების შეგროვებაში, ხელი შეგვიწყონ და ნუ აყვებიან ჭორებს, რომლებიც ვრცელდება ყვითელი პრესისა და არაპროფესიონალების მხრიდან, რომლებსაც არავითარი ობიექტური საფუძველი არა აქვს და მიმართულია მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროგრესული და ინოვაციური პროცესების დისკრედიტაციისთვის", - აცხადებს გამყრელიძე.

interpressnews.ge
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმერეთის მუნიციპალიტეტში შემდეგი სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს.
11:18 / 17-12-2017
მართვის მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა გამოცდა ქუჩაში ავტომობილით გადაადგილებაშიც უნდა ჩააბარონ.
17:58 / 16-12-2017
ამირან არიშვილი ერთ-ერთია ვისაც დღეს მანქანა დანადგარები უსასყიდლოდ გადასცეს. ის პროფესიით ინჟინერია და მშენებლობაში მცირე ბიზნესის დაწყებას გეგმავს.
14:35 / 16-12-2017
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტი ექიმებისთვის დიპლომის შემდგომი განათლების მიღების შესახებ
კანონპროექტზე მუშაობს.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ექიმებისთვის დიპლომის შემდგომი განათლების მიღების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.
13:22 / 24.10.2017
ქუთაისში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე სამ ექიმს
სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.  ექიმებს
სერთიფიკატი მოქმედების ვადა ორ–ორი თვით შეუჩერდათ. ხოლო 9 ექიმს
წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

ქუთაისში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე სამ ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.  ექიმებს სერთიფიკატი მოქმედების ვადა ორ–ორი თვით შეუჩერდათ. ხოლო 9 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

09:30 / 19.10.2017
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს საჯარო
ლექცია ჩაუტარდათ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარდათ.
15:47 / 10.10.2017
მაღალი ტემპერატურის დროს გართულებების თავიდან აცილების მიზნით,
დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.

მაღალი ტემპერატურის დროს გართულებების თავიდან აცილების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.

13:35 / 05.08.2017
ქუთაისში სოციალურად დაუცველების ნაწილი იმ სახელმწიფო
პროგრამას იწუნებს, რომელიც მთავრობის დაპირებით, მათი დახმარების
მიზნით ამოქმედდა.
ქუთაისში სოციალურად დაუცველების ნაწილი იმ სახელმწიფო პროგრამას იწუნებს, რომელიც მთავრობის დაპირებით, მათი დახმარების მიზნით ამოქმედდა.
10:30 / 14.07.2017
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.