კვირის თემა
პროფესიას, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს, ქუთაისში ბევრი წარმომადგენელი ჰყავს. 
სრულად
18:37 / 07.12.2018
მათ ჭრელი თავსახვევით და დიდი ჩანთებით იცნობთ.
სრულად
00:39 / 01.12.2018

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
ჯანდაცვა
სამედიცინო კლინიკების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაეთიშებიან

მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება გაგრძელდება, ჯანდაცვის სამინისტრო სელექციური კონტრაქტირებით შეარჩევს.



ახალი რეგულაციების დაწესებას უწყებაში იმით ხსნიან, რომ ამ გზით პაციენტები უსაფრთხო და უწყვეტ სამედიცინო სერვისებს მიიღებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ზოგიერთი კლინიკის მიმართ უკმაყოფილება მინისტრმა, დავით სერგეენკომაც გამოხატა. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კი სამედიცინო დაწესებულებების ნაწილს საამქროები უწოდა.

ბენეფიციარების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მიღებულ სამედიცინო სერვისებს დადებითად აფასებენ.

თუმცა, პაციენტების ნაწილი კი თვლის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციები დროულია, რადგან მათი აზრით, კლინიკების უმეტესობა "დასახურია."

"კლინიკაში სადაც მივედი, არ იყო ისეთი სამედიცინო სერვისი, რომ ყველა საჭირო პროცედურა გამევლო. ეს იმიტომ, ხდება რომ ზოგიერთ კლინიკაში ფინანსურ მოგებაზე გაცილებით მეტს ფიქრობენ, ვიდრე პაციენტის ჯანრთელობაზე და მათი უმრავლესობა დასახურია,"- ამბობს ქუთაისში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ერთ-ერთი ბენეფიციარი.

სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება შერჩევის პრინციპით მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკები იმის მიხედვით შეფასდება, თუ რამდენად უწყვეტ სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სამედიცინო დაწესებულებებში სელექციური კონტრაქტირების საფუძველზე იმუშავებს.

"ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევად, ჯერ კიდევ რჩება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეფექტურობა. ამიტომაც, ჯანდაცვის სერვისების შესყიდვების აქტიურ მოდელზე გადასვლა და სელექციური კონტრაქტების დანერგვა გადაწყდა. კერძოდ, მოხდება ისეთი დაწესებულებების დაკონტრაქტება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მიმწოდებლებად, რომლებიც უწყვეტ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული.

მისივე თქმით, ეს მიდგომა პაციენტებს ფრაგმენტული სამედიცინო სერვისების მიწოდებისგან დაიცავს.

"დაწესებულება, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და არ გააჩნიათ კლინიკური განყოფილება, სად უნდა წავიდეს პაციენტი? შესაბამისად, ვერანაირად იქნება უსაფრთხო სამედიცინო სერვისი პაციენტისთვის, თუ დაწესებულება ფრაგმენტულად აწვდის მას სერვისს. ამიტომ, სადაც არ არსებობს პაციენტისთვის უწყვეტი სერვისების მიღების შესაძლებლობა, ასეთი კლინიკები გამოიხშირება," - ამბობს ნინო ბერძული.

რამდენად ახერხებენ ქუთაისში არსებულ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდებას პაციენტებისთვის და მზად არიან თუ არა ახალი რეგულაციებისთვის, ამის გარკვევას "ქუთაისიპოსტი" შეეცადა.

თუმცა, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების უმეტესობა ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ თემაზე მხოლოდ მაშინ გააკეთებენ კომენტარს, როდესაც საკითხი ოფიციალურად დადგება დღის წესრიგში.

კლინიკა, სადაც ახალ რეგულაციებს დადებითი განწყობით ხვდებიან, ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო აღმოჩნდა.

დაწესებულების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კლინიკების სელექციური მეთოდით ჩართვა სასარგებლო იქნება მათთვისაც და პაციენტისთვისაც.

რამდენად ხარისხიან სამედიცინო სერვისებს ახორციელებენ კლინიკები, ამას ჯანდაცვის სამინისტრო, შეგროვებული მონაცემების საფუძველზე მოახდენს.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების პერიოდში საკმაოდ მოცულობითი მასალა დაგროვდა ჩვენს საინფორმაციო სისტემაში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, სწორად მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ დაწესებულებებისა, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაღალია," - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ამოქმედდა.

საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 250 - მდე კლინიკაში ხორციელდება.



 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
"ქუთაისი 2010" სუპერთასის მფლობელია.
20:40 / 12-12-2018
2019 წლის 1 იანვრიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 200 ლარით გაიზრდება.
20:00 / 12-12-2018
რა მოლოდინები აქვთ ახალგაზრდებს, როგორია მათი თვალით დანახული საახალწლოდ მორთული ქუთაისი.
17:47 / 11-12-2018
ბაღდათში, სოფელი როხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
00:26 / 11-12-2018
მსგავსი სიახლეები
"ქუთაისიპოსტის სტუდია" წარმოგიდგენთ გადაცემის "ექიმის დრო" მორიგ ჩანაწერს.
15:45 / 10.11.2018






ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის
სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოებს,
ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოებს,
09:55 / 13.08.2018






4 წლის გიორგის სჯერა, რომ დედას სძინავს და მალე
გაიღვიძებს.
4 წლის გიორგის სჯერა, რომ დედას სძინავს და მალე გაიღვიძებს.
10:17 / 03.08.2018






მთავრობის გადაწყვეტილებით,  არასამეწარმეო იურიდიული პირი
იქმნება
მთავრობის გადაწყვეტილებით,  არასამეწარმეო იურიდიული პირი იქმნება
13:33 / 05.05.2018






2018 წელს იმერეთში წითელას ვირუსის გავრცელების ორი შემთხვევა
დაფიქსირდა.
2018 წელს იმერეთში წითელას ვირუსის გავრცელების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
13:57 / 16.02.2018
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.