ჯანდაცვა
სტიგმა თუ შიში – რა არის ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზი

ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საქართველოში ძუძუს კიბო ლიდერობს. შესაბამისად, ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალია.


დაადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, თბილისის შემდეგ, იმერეთის რეგიონი ძუძუს კიბოს დაავადების გავრცელების მხრივ მეორე ადილზეა.

ამის მიზეზად, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ "ჰერაში", ინფორმაცისა და განათლების ნაკლებობას ასახელებენ.

ორგანიზაციაში რეპროდუქციული სისტემის სიმსივნურ დაავადებებზე 2008 წლიდან მუშაობენ. მიუხედავად ამისა, "ჰერაში" ამბობენ, რომ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

"სამწუხაროდ, უმრავლეოსობამ არ იცის, რომ ძუძუს კიბოს ნაადრევ ეტაპზე გამოვლენა გამოჯანმრთელების, სიცოცხლის გახანგრძლივების გარანტიაა. ასევე, მოქალაქეებმა არ იციან რომ საქართველოში უფასო სკრინინგ პროგრამა მოქმედებს, რომლითაც სარგებლობა 40–დან 70 წლამდე ნებიმისმიერ მოქალაქეს შეუძლია",–ამბობს "ჰერა"–ს დირექტორი, მარიკა დავითულიანი.

მისივე თქმით, მოსახლეობაში სკრინინგ პროგრამების მიმართ სტიგმა და შიში არსებობს.

"ყველას მიაჩნია, რომ კიბო და ონკოლოგიური დაავადებები ეს არის უკვე სასიკვდილო განაჩენი. თუმცა, ეს ასე არაა და ნაადრევ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია. ამიტომ, მაქსიმალურად გვინდა ყველას მოვუწოდოთ, ჩაიტარონ უფასო გამოკვლევები", –აცხადებს მარიკა დავითულიანი.

სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის, მამაკაცებისთვის პროსტატის და სწორი ნაწლავის სიმსივნურ დაავადებას მოიცავს.

სარძევე ჯირკვლის სკრინინგი მამოგრაფიულ კვლევას და ექიმის კონსულტაციას გულისხმობს. ორგანიზმში რაიმე ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში, გარკვეული კატეგორიისთვის ექოსკოპიური კვლევაც უფასოა.

ძუძუს კიბოს შემდეგ, სტატისტიკური მონაცემებით, მეორე ადგილზე საშვილოსნოს ყელის კიბოა, რომლის სკრინინგზე ასაკობრივი დიაპაზონი 25–დან 60 წლის ჩათვლით მოქმედებს.

პროსტატის სკრინინგი მამაკაცებში და სწორი ნაწლავის სკრინინგი კი 50–დან 70 წლის ჩათვლით მოქმედებს.

უფასო გამოკვლევების ჩასატარებლად მნიშვნელობა არა აქვს რეგისტრაციის მისამართს.

გამონაკლისი მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ პირებზე ვრცელდება, რომლებსაც პროგრამით სარგებლობა მხოლოდ დედაქალაქში შეუძლიათ.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ დაფინანსების წყარო იყოფა. თბილისის მოსახლეობას დედაქალაქის მერია აფინანსებს, ხოლო რეგიონებს კი ჯანმრთელობის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ქუთაისში უფასო სკრინინგ პროგრამის ჩასატარებლად, მსურველებისთვის წინაწარი ჩაწერის მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი 23 64 64 და 26 24 20.

როგორც "ჰერაში" აცხადებენ, სტატისტიკური მონაცემებით, ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევების გამოვლინებები მზარდია, თუმცა წინა წლებთან შედარებით პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლინების წილი საგრძნობლად მეტია.

"პროცენტული გამოვლინება წინა წლებთან შედარებით ნაადრევ ეტაპზე 20–25%–ით გაზრდილია. თუ ეს გამოვლინება წინა წლებში ფიქსირდებოდა სადღაც 20–25% პირველი და მეორე სტადია, ახლა უკვე 50% და უფრო მაღალი არის", –ამბობს "ჰერას" დირექტორი, მარიკა დავითულიანი.



კლინიკა "ჰერას" დირექტორის განმარტებით, ძუძუს კიბოს, გარკვეულ სტადიამდე, სიმპტომატიკა არ ახასისთებს. ზოგადად, ქალბატონებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ნებისმიერ ცვლილებას, რასაც სარძევე ჯირკვლის მიმართ და მის მიდამოებში შეამჩნევენ და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ სპეციალისტს.

"ზოგადი სიმპტომები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ესაა ნებისმიერი გამონადენი, ფერშეცვლილი ან სისხლიანი, კვანძი სარძევე ჯირკვალში, კანის ცვლილება სარძევე ჯირკვლის მიდამოებში, სარძევე ჯირკვლის ასიმეტრიულობა, დეფორმაცია, გადიდება. ასევე, საყურადღებოა ლიმფური კვანძები იღლიის ქვედა თუ ლავიწის მიდამოებში," – ამბობს მარიკა დავითულიანი.

მისივე განმარტებით, ძუძუს კობოზე არანაირი ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების ნაადრევი გამოვლენის მეთოდებს, დიდი მნიშვნელობა აქვს.

მარიკა დავითულიანი 20 წლის ასაკიდან ყველა ქალბატონს ურჩევს, პირველ ეტაპზე მიმართონ თვითგასინჯვის მეთოდს, რომელიც სასურველია ყოველწლიურად ჩაიტარონ.

მეორე მეთოდი – სარძევე ჯირკვლის კლინიკური გასინჯვაა, რაც ექიმის მიერ უნდა ჩატარდეს, მესამე კი არის მამოგრაფია, რომელიც ოქროს სტანდარტად არის მიღებული.

 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
იმერეთის რეგიონის ოთხი საჯარო სკოლა 2018 წელს სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
13:36 / 21-02-2018
ზესტაფონის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი 1000 ლარით დააჯარიმეს.
12:00 / 21-02-2018
ქუთაისში, კინოთეატრ "საქართველოში" ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცის" პრემიერა მოეწყობა.
11:17 / 21-02-2018
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შვეიცარიის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, CERN-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასი ჩატარდა.
11:01 / 21-02-2018
მსგავსი სიახლეები






2018 წელს იმერეთში წითელას ვირუსის გავრცელების ორი შემთხვევა
დაფიქსირდა.
2018 წელს იმერეთში წითელას ვირუსის გავრცელების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
13:57 / 16.02.2018






2017 წელს,  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტომ ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებში 65 სამართალდარღვევის
ფაქტი დააფიქსირა.
2017 წელს,  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებში 65 სამართალდარღვევის ფაქტი დააფიქსირა.
15:45 / 01.02.2018






საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტი ექიმებისთვის დიპლომის შემდგომი განათლების მიღების შესახებ
კანონპროექტზე მუშაობს.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ექიმებისთვის დიპლომის შემდგომი განათლების მიღების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.
13:22 / 24.10.2017






ქუთაისში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე სამ ექიმს
სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.  ექიმებს
სერთიფიკატი მოქმედების ვადა ორ–ორი თვით შეუჩერდათ. ხოლო 9 ექიმს
წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

ქუთაისში, მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე სამ ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.  ექიმებს სერთიფიკატი მოქმედების ვადა ორ–ორი თვით შეუჩერდათ. ხოლო 9 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

09:30 / 19.10.2017






ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს საჯარო
ლექცია ჩაუტარდათ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარდათ.
15:47 / 10.10.2017
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.